War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – „ალმა პლუსთან“ გარე ბანერების განთავსებაზე რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა ხელშეკრულება, დღეს მივიღეთ პასუხი, რომ არ განათავსებენ ბანერებს მასზე არსებული წარწერების გამო - ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა

ნახვები: 538 „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – „ალმა პლუსთან“ გარე ბანერების განთავსებაზე რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა ხელშეკრულება, დღეს მივიღეთ პასუხი, რომ არ განათავსებენ ბანერებს მასზე არსებული წარწერების გამო - ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა

კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ვისოლ ჯგუფში” შემავალმა სარეკლამო კომპანიამ [ „ალმა +“ ] ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით, უარი ბანერების შინაარსის გამო განაცხადა.

როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიასთან კოალიციამ ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, თუმცა სარეკლამო კომპანიამ, ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით უარი შინაარსის გამო განაცხადა, რაც მათი თქმით, კომპანიის მხრიდან დისკრიმინაციულია.

“ვისოლ ჯგუფში” შემავალ “ალმა პლუსთან, რომელიც გარე რეკლამის ბაზრის მონოპოლისტია, რამდენიმე კვირის წინ გაფორმდა საარჩევნო ბანერების განთავსების ხელშეკრულება და კონტრაქტის ყველა პირობა, მათ შორის, ფინანსური ნაწილი სრულყოფილად შესრულდა.

„დღეს მათგან მივიღეთ პასუხი, რომ არ განათავსებენ ბანერებს მასზე არსებული წარწერების გამო. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა ჩვენი პარტიის მიმართ და ჩარევა როგორც ჩვენი, ასევე ქართველი ხალხის გზავნილში - მოიშორონ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”.

შეგახსენებთ, რომ “ალმა+” არის კომპანია, რომელსაც პრობლემა არ ჰქონია, რუსი ოლიგარქის საამებლად, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის დაბომბილი ქალაქები და ტრაგედია დაეტანა თავისივე ბანერებზე და მწვანე შუქი აენთო ივანიშვილის ზნედაცემული კამპანიისთვის. ასევე, ეს არის კომპანია, რომლის დამფუძნებელი, სოსო ფხაკაძე, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა კრიტიკულ მომენტში იჭერდა “ქართული ოცნების” მხარეს, მათ შორის, რუსულ კანონთან დაკავშირებითაც.

26 ოქტომბერს, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპული მომავალი, რომელშიც, პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ბიზნესის სახელისუფლებო ინსტრუმენტად ქცევას ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი,“ - წერია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა