პარლამენტთან კარვებს შლიან
ვაჟა სირაძე - რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?
თინა ბოკუჩავა - ეს არის პირველი პარლამენტი, რომლის სხდომას არ ესწრება არცერთი ელჩი, პრეზიდენტი და პარტიები, არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია
ზურაბ ჯაფარიძე - ჩვენ ვაპირებთ ღამის გათენებას და ვნახოთ, თუ დაგვჭირდა კარვებსაც გავშლით
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
ლევან ხაბეიშვილი - მოქალაქეები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან უერთდებიან რუსული და თვითმარქვია ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს
ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს და სკანდირებდნენ: „წადი“
მამუკა ხაზარაძე - მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას

როგორ ზრუნავს თიბისი თანამშრომლების ლიდერული უნარების განვითარებაზე

03.10.2024 ნახვები: 267

ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.

ლიდერობის პროგრამები სტრუქტურირებული ინიციატივებია, რომლებიც მენეჯერულ როლებში მყოფი პირების უნარებისა და კომპეტენციების გასაუმჯობესებლად შეიქმნა. ამ პროგრამების უპირველესი მიზანი კონკრეტული ადამიანების ორგანიზაციული ინოვაციებისთვის, გუნდების ეფექტურად მართვისთვისა და თანამშრომლობის კულტურის გაძლიერებისთვის მომზადებაა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, თიბისიმ Develor International-თან ერთად სპეციალური 5 თვიანი პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში საერთაშორისო ტრენერები ჩამოდიან. პროგრამა 4 მოდულს ფარავს: სტრატეგიული ხედვა, ცვლილების მართვა, კოლაბორაცია და ადამიანების მართვა/განვითარება. ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოში ლიდერობის 2 პროგრამა ჩატარდა: Leading Leaders – Leadership Pipeline Institute 3-დღიანი ტრენინგი და Self-intelligence at workplace 2-დღიანი ვორქშოპი.

ამასთან, თიბისისა და Bled School of Management-ის თანამშრომლობით სლოვენიაში 5-დღიანი ლიდერობის პროგრამა ტარდება, რომელიც როგორც თეორიულ სწავლებას, ასევე პრაქტიკულ აქტივობებს მოიცავს. ცოტა ხნის წინ, თიბისის თანამშრომლები სწორედ ბლედის მენეჯმენტის პროგრამიდან დაბრუნდნენ და საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს.

ბლედის მენეჯმენტის პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან ახრახაძემ პროგრამის უნიკალური სტრუქტურის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თეორიული საკითხები და ვორქშოფის ნაწილი ერთმანეთთან იდეალურად იყო შერწყმული და კომბინირებული. მისივე თქმით, პროგრამა სავსე იყო ინტერაქტიული აქტივობებით, რაც მას გამორჩეულს ხდიდა.

ქეთი კურსის ერთ-ერთმა ნაწილმა განსაკუთრებით აღაფრთოვანა - ნიჩბოსნობის აქტივობა, რომელიც მისთვისაც კი, როგორც თავად ამბობს, ყველაზე არასპორტული ადამიანისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდა. აქტივობა, როგორც სპორტულ ასპექტებს, ასევე დიდი დოზით გუნდურობის, ერთმანეთის გატანისა და მხარდაჭერის ელემენტებს შეიცავდა.

“საქართველოდან გაფრენამდე ვიცოდი რომ საინტერესო პროგრამა მელოდებოდა, თუმცა ქვეყანაში კიდევ უფრო განსხვავებული შეგრძნებებითა და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. საკმაოდ ძლიერ და ინფორმაციულ კურსთან ერთად, ეს ჩემს ცხოვრებაში საოცარი თავგადასავალი იყო - ახალი ადამიანების, უნარების, შესაძლებლობებისა და შეხედულებების აღმოჩენებით სავსე”. - გვიყვება ქეთი.

თიბისის კიდევ ერთი თანამშრომელი, ნინო ნოზაძე, რომელიც სლოვენიაში, ბლედის პროგრამაზე იმყოფებოდა ხაზს უსვამს, რომ კურსი ლიდერული უნარების განვითარებისთვის იდეალურია. როგორც თავად გვიყვება, ლექციები საკმაოდ აქტიური და პრაქტიკული იყო.

“თავად გვიწევდა გარკვეული სიმულაციების გაკეთება, შესაბამისად, ჩვენი ჩართულობაც დიდი იყო, ამიტომ სწავლის პროცესი საერთოდ არ იყო დამღლელი. რაც ყველაზე მთავარია, პროგრამა მორგებულია ჩვენი ორგანიზაციის რეალობასთან და საჭიროებებთან, რაზეც ნამდვილად კარგად იმუშავეს ორივე მხარემ - ჩვენმა გუნდმა და ბლედის უნივერსიტეტმა”. - აღნიშნა ნინომ.

ქეთისა და ნინოს პათოსს ლიდერობის პროგრამის მესამე მონაწილე, ლაშა დაუშვილიც იზიარებს, რომლისთვისაც ტრენინგებმა, ემოციებმა თუ მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინებს გადააჭარბა. მისი აზრით, ყოველთვის სასიამოვნო და დასაფასებელია, როდესაც კომპანია, რომელშიც მუშაობ, განვითარების მსგავს შესაძლებლობას გაძლევს.

კურსის ფარგლებში გვასწავლიდნენ ლექტორები რომლებსაც ეტყობოდათ, რომ ფლობდნენ არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც. როგორც სასწავლო გარემო ასევე ქალაქი ბლედი ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო. მნიშველოვანია, როდესაც კომპანია ცდილობს განავითაროს მენეჯერები, რომ მათ შეეძლოთ უკეთესად მართონ პროცესები, უკეთესად შეძლონ კომუნიკაცია და იყვნენ უფრო მაღალი დონის პროფესიონალები”, - ამბობს ლაშა.

პროგრამებში ინვესტირებით, თიბისი არა მხოლოდ თანამშრომლების უნარებს აუმჯობესებს, არამედ უწყვეტი სწავლის კულტურას ქმნის. ორგანიზაციაში დასაქმებულების საჭიროებებზე მორგებული, სრულად დაფინანსებული პროგრამების მიწოდებით, კომპანია მათი პროფესიული ზრდის მიმართ ერთგულებას გამოხატავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა