War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ზურიკო დავითაშვილი - იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ

ნახვები: 538 ზურიკო დავითაშვილი - იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ

„სენტ-ეტიენში“ ჩატარებული წარმატებული თამაშის შემდეგ, ზურიკო დავითაშვილი პოზნანში ​საქართველოს ნაკრების შეკრებას შეუერთდა და ერთა ლიგაზე უკრაინასთან და ალბანეთთან უმნიშვნელოვანეს მატჩებზე კომენტარი გააკეთა.

„ორი მნიშვნელოვანი თამაში გვექნება. ნაკრებში, როგორც ყოველთვის, დადებითი განწყობაა და ყველას გვიხარია აქ ჩამოსვლა. იმედი მაქვს, მოახლოებულ მატჩებს ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ.

კლუბში მაღალ დონეზე თამაში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ფეხბურთელს ფსიქოლოგიურად ძალიან ეხმარება. გახარებული ვარ, წარმატებული თამაში ახლა სანაკრებო დონეზე უნდა გავაგრძელო.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სექტემბერში ნაჩვენები თამაშის დონე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ის დეტალები, სადაც გარკვეული ხარვეზები გვქონდა“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ოსერი“ დავითაშვილის შთამბეჭდავი თამაშის წყალობით 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა და პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, ვინც საფრანგეთის ჩემპიონატში ჰეთთრიკი შეასრულა.

დავითაშვილს ანალიტიკურმა ვებგვერდმა Whoscored-მა უმაღლესი შეფასება, 10 ქულა დაუწერა და ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა