მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

მამუკა მდინარაძე - აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა

ნახვები: 559 მამუკა მდინარაძე - აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა

ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიებს საერთო მიზანი აქვთ და საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.

მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებების ფონზე, რაც მშვიდობას, ღირსებას და უკეთეს ცხოვრებას გულისხმობს, ოპოზიციის დაპირებების ფარული მხარეა სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი.

„ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისთვის. დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში. ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით. ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით.

აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ. სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ. ერთი საინტერესო დეტალიც – გახარიას კანონით არ ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო და ამის მიუხედავად ნაცმედიები დაუბრკოლებლად უშვებენ მის ვიდეორგოლებს“, – წერს მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა