როგორ "მოიგო" არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" ნინოწმინდაში? - "შაბათის ეთერის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება.
სოფელ ასპარაში, სადაც "ქართულ ოცნებას" ხმა ამომრჩეველთა 92% მისცა, თითქმის არავინ ცხოვრობს, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში სულ 27 კაცი მონაწილეობადა, აქედან 25 ხმა "ქართული ოცნებას" მისცა, კარდაკარ ძებნის შემდეგ "შაბათის ეთერმა" არა თუ 25 არამედ 5 ადამიანიც კი ვერ იპოვა, ვინც სოფელში იქნებოდა.
ნინოწმინდის 30 უბანს რაც შეეხება, მწყემსი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ არჩევნების დღეს რეგისტრირებული ამომრჩევლები, რომლებიც დიდი ხანია, სომხეთში ცხოვრებენ, არჩევნების დღეს, მიკროავტობუსით მიიყვანეს, რამდენიმე კაცმა კი ხმა ყველას ნაცვლად მისცა.
ნინოწმინდა რეკორდსმენია - აქ "ქართულმა ოცნებამ" ხმების 88 % მიიღო. იმაზე მეტი ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე. არადა, ნინოწმინდის სოფლებში გაუსაძლისი პირობებია - სოფლები იცლება . იგივე სურათა ახალქალაქის სოფელ ზემო სამსარში, სადაც არჩევნებზე წესით 191 მოქალაქე უნდა მისულიყო, აქედან 94%-ს ხმა "ქართული ოცნებისთვის" უნდა მიეცა.
"შაბათის ეთერმა" იპოვა ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებზე არ მისულა, ამბობენ, რომ პასპორტი გამგებელმა წიაღო, სავარაუდოდ, სწორედ ასე მიიღო დაცლილ სოფელში 180 ხმა "ქართულმა ოცნებამ".
"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, იმის გამო, რომ ხალხი დაშინებულია და კამერების წინ არაფერს ამბობს, "შაბათის ეთერმა" გადაღება ფარულად აწარმოა, მოქალაქეებს ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ "ქართულ ოცნებიდან" ამოწმებდნენ ნამდვილად მიიღეს, თუ არა ფული ხმების სანაცვლოდ. აქ არა ერთმა მოქალაქემ დაადასტურა, რომ პასპორტის გადაცმის სანაცვლოდ 100 ლარი გადაუხადეს.
მოქალაქე, არმენ ოგანეზიანის მაგალითზე დგინდება, რომ დიდი სამსარის გამგებელი მაღალმთიან რეგიონში დარჩენილ ამომრჩევლებს 100 ან 150 ლარს ურიგებდა იმისათვის რომ ხმა "ქართული ოცნებისათვის" მიეცათ. მოქალაქეების მონაყოლის თანახმად, წინასწარ ჰქონდათ ჩამორთმეული ადგილობრივების პასპორტები და ხმას მათ ნაცვლად კომისიის წევრები აძლევდნენ, რომლებიც ასევე ოლიგარქის გუნდის წარმომადგენლები იყვნენ.
"შაბათის ეთერი" სოფელი თირკნაშიც იმყოფებოდა, ისიც დაცლის პირასაა. აქ გადამწყვეტი არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე 61 ამომრჩეველი მივიდა. აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა "ქართულ ოცნებას" მიცა. ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, დგინდება, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამგებელმა მთელი სოფელი ოჯახ ოჯახ დაიარა და ქართული ოცნებისათვის ხმის მიცემის ნაცვლად ადგილობრივებს 100 – 100 ლარი დაურიგა.
ეს ყველაფერი არ არის, ირკვევა, ვინც ამ სოფელში რეგისტრირებული არჩევნებზე არ ჩასულა. პირადი ნომრები ან პასპორტები აქ დარჩენილებს გამოუგზავნეს, მათ კი ეს ას ას ლარში გადაცვალეს.
ირკვევა ისიც, რომ სოფლიდან სხვა სოფლებში საცხოვრებლად გადასული ქალების ნაცვლად შევსებული ბიულეტენები 30 საარჩევნო უბნის ურნაში დროგამოშვებით ხვდებოდა. კომისიის წევრი, რეგისტრატორი ელენა დროის სიზუსტით იხსენებს რომელ საათზე და რამდენი ბიულეტენი ჩააყრევინეს თანასოფლელების ნაცვლად.
სურიკ კირაგოსიანი 30 საარჩევნო უბნის თავმჯდომარეა. ბატონი სურიკა, რომელსაც "შაბათის ეთერი" "ქართული ოცების" შტაბიდან, სიების გადასამომწბერლად ჩასული კოორდინატორი ეგონათ, ჰყვება, როგორ აძლვდნენ ხმას სხვების ნაცვლად.
სოფელი იხტილა ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ადგილია ჯავახეთის მხარეში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადმოგზავნილი ოქმებით დგინდება, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე, 2021 წელთან შედარებით 160 ადამიანით მეტი მივიდა. მიზეზს რის გამოც ადგილობრივებმა იაქტიურეს სერგეი აფგარიანი ხსნის, ამბობს, რომ ქართული ოცნების კოორდინატორმა ნათესავის ხელით არჩევნების წინა დღეს 150 ლარი გაუგზავნა.
საზღვრისპირა სოფელ სამებაშიც, ნინოწმინდის მეთხუთმეტე საარჩევნო უბანშიც, ანალოგიური ვითარებაა. საზღვრისპირა სოფელში, სადაც სპეციალური სიებით მესაზღვრეებიც იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. 2021 წლის არჩევნებთან შედარებით "ქართულმა ოცნებამ" აქ თითქმის ორჯერ მეტი ხმა აიღო. ადგილობრივების თქმით, აქ თითო ხმა 200 ლარად იყიდებოდა.
ტელეკოპმანია პირველი