ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

ნიკა გვარამია - ერთადერთი, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება

ნახვები: 535 ნიკა გვარამია - ერთადერთი, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება

ერთადერთი რამ, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვა შეეხებოდა რამდენად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტმა ითამაშოს მედიატორის როლი ახალი არჩევნების მოთხოვნის პროცესში, როგორც ეს იყო 2020 წელს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შეგნებულად მოჭრა სამართლებრივად ყველა გზა იმისათვის, რომ პარლამენტში არ შევიდნენ.

„ერთადერთი რამ, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. „შედით იქ, იმუშავეთ, შეცვალეთ კანონი“, იქნება რაღაცაზე მოილაპარაკოთ - ეს ამბავი არის გამორიცხული!

ჩვენ შეგნებულად ყველა გზა მოვჭერით იმისათვის, რომ ვინმემ არც კი გაბედოს და გვითხრას, რომ შედით პარლამენტში. არა, იმიტომ რომ ეს სამართლებრივად შეუძლებელია. თუ ვინმე ამ კარებს ღიას ტოვებს იმიტომ, რომ ვაი თუ უთხრეს პარლამენტში შესვლა ან ზოგიერთს შეიძლება უნდოდეს რომ უთხრან, მერე უცებ შელაგდნენ, ჩვენ მათ რიცხვს არ მივეკუთვნებით. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ!“,- განაცხადა გვარამიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა