ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

გიგი უგულავა - იქცევიან ისე, როგორც სანადიროდ გასული ტურა

ნახვები: 579 გიგი უგულავა - იქცევიან ისე, როგორც სანადიროდ გასული ტურა

იქცევიან ისე, როგორც ტურა რომ გადის სანადიროდ. ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო, ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ როგორც ცხოველები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, აქციაზე, სავარაუდოდ 3-4 ადამიანია დაკავებული.

„გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია ეს ყველაფერი და უკანონო, უგუნურებაც არის. ვინც ოდნავ მაინც იცის პროტესტის განვითარების დინამიკა, ერთ ადგილზე დიდი ხანი გაჩერება მაინც არასწორია. ამიტომ აბსოლუტურად არარაციონალური და არაპროპორციული იყო. ჩვენ ვნახეთ ტექნიკის, ადამიანური ძალის აბსოლუტური მობილიზება. იქცევიან ისე, როგორც ტურა რომ გადის სანადიროდ. ჯგუფურად გამოვარდებიან, დაიჭერენ ვიღაცას, შეათრევენ. ფორმა რომ გახადო ჩვეულებრივი ცხოველის ინსტინქტით მოქმედებენ და მოქმედებენ როგორც ცხოველები. ჩვენს გეგმებში არაფერი იცვლება, პროტესტი ერთ ადგილას არ არის მიჯაჭვული. პროტესტი ყოველთვის მობილურია. საბოლოო ჯამში, ყველა მაინც პარლამენტთან უნდა მივიდეთ, იქ იქნება რუსული დუმის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, მოგვაწვებიან, ვივლით. გზა დაილევა ქალაქში, მოედანი თუ როგორ? ამ წუთას დაგვშლიან? ხალხი ემატება. ეს ჩვენ გეგმებში არაფერს შეცლის, პირიქით, უფრო მუხტის მომცემია. ჩვენს ყველა მეგობარს, აქტივისტს მინდა ვთხოვო რომ მოერიდონ დაჭერას. 3-4 ადამიანი დააკავეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა