War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

თინა ბოკუჩავა - მომავალ კვირას ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც არჩევნების არაღიარებასა და გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი

ნახვები: 538 თინა ბოკუჩავა - მომავალ კვირას ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც არჩევნების არაღიარებასა და გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი

მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება - ეს არის საფუძველი იმის, რომ ხელახალი არჩევნების ჩაინიშნოს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში ყოფნისას განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, მას შეხვედრები ევროპარლამენტარებთან ჰქონდა, სადაც 26 ოქტომბრის „მიტაცებულ არჩევნებთან“ დაკავშირებული საკითხი განიხილეს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, მომავალ კვირას მიიღებს ევროპარლამენტი რეზოლუციას საქართველოზე, სადაც არჩევნების არ აღიარებაზე და მისი გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ევროპარლამენტში. რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში 1 000 დღე გავიდა. პრეზიდენტი ზელენსკი ევროპარლამენტარებს მიმართავს. ჩვენ ევროპარლამენტარებთან დილიდან გვქონდა შეხვედრები, განვიხილეთ 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნები. მომავალ კვირას ასევე იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც არჩევნების არ აღიარებაზე და გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი. გადაწყვეტილება გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. საუბრები გვქონდა ევროკომისიაში, საგარეო უწყებაში, უშუალოდ საგარეო მინისტრებთან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს. ასე რომ, მნიშვნელოვანი მომენტია აქ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში. ფაქტია, რომ 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოკუჩავა ევროპარლამენტარების ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს ხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა