ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

სტუდენტების პროტესტი გრძელდება

22.11.2024 ნახვები: 518

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ნაწილის პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ღამე თსუ-ს ეზოში გაათენეს. ადგილზე სტუდენტებს 2 კარავი აქვთ გაშლილი, რომლებსაც 24-საათიანი პროტესტისთვის იყენებენ.

ადგილზე ასევე სტუდენტებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი, უნივერსიტეტის კიბეებზე კი სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერებით: - „სტუდენტები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, „არ შეშინდე, გაბრაზდი“, „რუსეთზე ამაზრზენი რუსმორწმუნე ქართველია“ და ა.შ.

ასევე, სტუდენტებს გაშლილი აქვთ აქციების დროს დაკავებული პირების მხარდასაჭერი ბანერებიც და მათ გათავისუფლებასაც ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილე სტუდენტები აცხადებენ, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, თსუ-ს ლექტორის, ჯაბა სამუშიას სახე ნათლად წარმოაჩინა.

მათი თქმით, ჯაბა სამუშია თავის სტუდენტებს დაუპირისპირდა და მათ უნივერსიტეტში გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების სურვილი არ აქვთ, რადგან მათი მიზანი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა.

„ჩვენი პროტესტი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით დაიწყო, რამაც ჩვენი რექტორის [ჯაბა სამუშიას] სახე ნათლად გამოაჩინა. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არ იმსახურებს ისეთ რექტორს, რომელიც სტუდენტებს უნივერსიტეტის კარებს უკეტავს. ის არის უღირსი ადამიანი, რომელიც თავისი სტუდენტების წინააღმდეგ წავიდა.

მან თავისი ლიმიტი ამოწურა და ველოდებით ახალ, ღირსეულ რექტორს. ეს მოთხოვნა რამდენად დაკმაყოფილდება, სახელმწიფოს მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანაში არეული ვითარებაა და ეს ფაქტი ბევრ რამეს განსაზღვრავს, რაც ჩვენს უნივერსიტეტზეც აისახება.

უნივერსიტეტში შესვლის საკითხი კვლავ პრობლემურია. დაცვის სამსახურის დარწმუნება გვიწევს, რომ ამ უნივერსიტეტის სტუდენტები ვართ, თუმცა როდესაც შენობაში შევდივართ, სრულიად უცხო ადამიანები გვხვდებიან, რომლებიც გვიპირისპირდებიან და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე მცდელობაც იყო.

დაპირისპირების გამომწვევი მიზეზი, გადაადგილების შეზღუდვაა.

ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს რაც შეეხება, არანაირი სურვილი არ გვაქვს, ვიცით, რაც გვინდა და აზრი არ აქვს არანაირ მოლაპარაკებას“, - განაცხადა თსუ-ს სტუდენტმა, ქეთევან გოგოჩაშვილმა.

ცნობისთვის, თსუ-ს სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად კარვები გუშინ გაშალეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა