ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ექიმი - ჟურნალისტ გურამ როგავას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა

29.11.2024 ნახვები: 553

ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმა ჟურნალისტებთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს ასევე ჰქონდათ სხეულის ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

„ერთ-ერთ მათგანს ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა, ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ასევე ჩვენს განყოფილებაში კიდევ ერთი მამაკაცი სახის ძვლის მოტეხილობით და კისრის მეშვიდე მალის რკალის ხაზოვანი მოტეხილობით იმყოფება. დანარჩენ მოქალაქეებს ჰქონდათ სხეულის სხვადასხვა ზედაპირზე რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. დანარჩენი მოქალაქეების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა ექიმმა.

ექიმმა ასევე ისაუბრა „ფორმულას“ ჟურნალისტის, გურამ როგავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმელი გაუსწორდა. როგორც ექიმმა აღნიშნა, რომ მას აქვს სახის ძვლების და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა.

„მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. დაახლოებით, 5 წუთის წინ მქონდა პაციენტთან შეხება. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა. კისერი დაფიქსირებულია, ნანახია ყბა-სახის ქირურგის და ნეიროქირურგის მიერ. ამ მომენტისთვის ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - განაცხადა ინგოროყვას ექიმმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა