ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ადვოკატი: ზურა დათუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება

ნახვები: 585 ადვოკატი: ზურა დათუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არის დაკავებული. ის ამ დროისთვის დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ განუცხადა, დათუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება.

„ზურა დათუნაშვილს ხილული დაზიანება აქვს ყელის არეში და ასევე, მარცხენა თვალი აქვს შესიებული. მანქანაში ჩასმის დროსაც გვერდებში ურტყამდნენ, მაგრამ ახლა გვერდებში არაფერი აღენიშნებოდა. თვითონ თავს მხნედ გრძნობს. დაკავებულია,173-ე მუხლით, ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული“-განაცხადა ბექა კვინიკაძემ.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს გარეთ გაურკვეველი პირები დახვდნენ. ადგილზე იყო ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური, რა დროსაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს.

ipn

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა