მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day
Russian army loses another 1,050 troops in Ukraine
No initiatives on Ukraine without Ukraine - European Union

საქართველო - ჩინურ/ევროპული ხიდის საყრდენი (ნაწილი I)

19.02.2022 ნახვები: 1728

ავტორი: პაატა ჩეკურიშვილი

 

მეგობრებო, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ჩემი ნაშრომი - სტატია/კვლევა და მინდა უპირველესად ქართველ საზოგადოებას, პოლიტელიტას და ექსპერტულ საზოგადოებას შევთავაზო საქართველოს (და არა მარტო) გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ჩიხიდან გამოყვანის ახალი ხედვა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ჩვენს გარშემო არსებული დიდი რეგიონი სუბიექტური თუ ობიექტური მოვლენების გამო მოექცა. ამ სტატია/ კვლევაში შევეცადე პოლიტოლოგიაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც კი გასაგები ენით მიმომეხილა მსოფლიოში დღეს არსებული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ტენდეციები და დიდი იმედი მაქვს რომ აქ წამოჭრილ თემებზე ფართო დისკუსია დაიწყება, რათა საქართველოს და რეგიონის განვითარების საუკეთესო არჩევანი ოინახოს.

სტატია/კვლევა ქართულ და ინგლისურ ენებზე დაეგზავნება საქართველოში აკრედიტირებულ ყველა საელჩოს, საქართველოში და უცხოეთში არსებულ ძირითად ანალიტიკურ და პოლიტოლოგიურ ცენტრებს, რათა ისინი ინფორმირებული იყვნენ საქართველოს და რეგიონის განვითარების ამ პოტენციალზე, რათა შესაძლებლობის ფარგლებში მიიღონ მონაწილეობა ამ ახალ დისკუსიაში. თუ ჩვენი მეგობრები ჩათვლიან საჭიროდ, რომ თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს და ევრაზიის უდიდეს ნაწილში მშვიდობის და განვითარების ამ კონცეფციის იმპლემენტაციაში მიიღონ მონაწილეობა, მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია.

---------

       აშშ - და ევროკავშირის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტთა ცვლილების გავლენა საქართველოზე  

 

            ამ სტატიის/კვლევის ინსპირაცია ჩემს ამერიკელ მეგობართან რამდენიმე კვირის წინ, გეოპოლიტიკაზე, საქართველოზე და რეგიონზე, ამერიკულ იზოლაციონიზმზე კამათი აღმოჩნდა, რასაც დაემატა ამერიკული დიპლომატიისა და პოლიტიკის მასტოდანტის, ლექსანდრე ვერშბოუს 1. ფრაზა: „დასავლეთმა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, როცა უკრაინასა და საქართველოს NATO -ში გაწევრიანების დაპირება მისცაhttps://www.atlanticcouncil.org/expert/alexander-sandy-vershbow/. სულ ახლახან კი ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის 2. გულწრფელი განცხადება: „არ არსებობს კონსენსუსი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე - მნიშვნელოვანია გააზრება და ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთკის“ 2024 წელსhttps://www.europarl.europa.eu/meps/en/197491/MARINA_KALJURAND/home

ამაზე პირდაპირ და გულწრფელად წარმოუდგენელია როგორ უნდა გვითხრან სათქმელი ჩვენმა მეგობრებმა?!

ასეთ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ ფორმაში საქართველოს მართლაც არსად არ ელიან. დასკვნებია გასაკეთებელი: თავი უნდა დავანებოთ დახურული კარის თავით მტვრევას და ეფემერულ პერსპექტივათა წარმოსახვას. თუმცაღა საქართველოს აქვს რესურსი, თუნდაც გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უახლოესი ათწლეულის განმავლობაში, თუ სწორ გეოპოლიტიკურ, გეოკენომიკურ გადაწყვეტილებებს ახლავე მივიღებთ, იქცეს ქვეყნად, რომელსაც აქეთ შეეხვეწებიან ალიანსებში, კავშირებში და ორგანიზაციებში გაწევრებას. ოღონდ ამ პერსპექტივას დანახვა და მუშაობა უნდა!

ჩემს ამერიკელ მეგობართან პოლემიკის და წონადი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ვასკვნი: ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის წლებში შეიძლება საერთო ტენდენციებიდან მცირე გადახვევებს ჰქონდეს ადგილი (ამ მცდელობის მკაფიო მაგალითია პრეზიდენტ ბაიდენის პარტნიორობის ინიციატივა 3 , რომელიც G7 -ის ლიდერებს მან გააცნო და შეხვედრის კომუნიკეშია ასახული), https://www.whitehouse.gov/briefing-room/statements-releases/2021/06/12/fact-sheet-president-biden-and-g7-leaders-launch-build-back-better-world-b3w-partnership/  მაგრამ იმ სოციალურ-ეკონომიური და სამოქალაქო გამოწვევათა ფონზე, რაც ამერიკას დღეს აქვს, მით უმეტეს პოსტპანდემიურ ეპოქაში, აშშ -ს ნამდვილად აღარ რჩება რესურსი, კონკურენციაში შევიდეს რუსეთთან და ჩინეთთან სამხრეთ კავკასიაში თუ ცენტრალურ აზიაში.

ზუსტადაც ამის დადასტურებაა ამერიკული ჯარის მიერ ავღანეთის დატოვება, ცენტრალურ აზიის ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების მკვეთრი შემცირება, საქართველოსთვის და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ვერ მიცემა და ბევრი სხვა ფაქტორი.

ცენტრალური აზიიდან აშშ - გასვლის შემდეგ კი დიდწილად აზრს კარგავს სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ საქართველოში სტრატეგიულიყოფნაც“. მიუხედავად ამისა ამერიკა საბოლოოდ მაინც არ დატოვებს ამ რეგიონს, მუდმივად შეეცდება შესაძლებლობის ფარგლებში გავლენა არ დაკარგოს პროცესებზე რეგიონში, მაგრამ პრინციპულად რამე ახალს და მნიშვნელოვანს უახლოეს ათწლეულში ვერაფერს და არაფერს შემოგვთავაზებს.

ვაშინგტონი კვლავ გააგრძელებს რუსეთისშეკავებისპოლიტიკას და პარალელურად შეეცდება ყველა შესაძლო მეთოდით შეაჩეროს ჩინეთის დომინანტობის ზრდა ამ დიდ რეგიონში.

მიჭირს ამის თქმა, თუმცა სულ უფრო იზრდება სხვაობა აშშ - და საქართველოს ხედვებში ჩვენი რეგიონის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. დიდი ეჭვი მაქვს, აშშ - შემდგომიყოფნასაქართველოში, უკრაინაში და მთელს დიდ რეგიონში უკვე მხოლოდ რუსეთთან ბუფერული წინააღმდეგობის ზონის შენარჩუნებისა და ჩინეთისსარტყელი და გზისინიციატივის, ესე იგი ჩინური დომინაციის შეფერხების ამოცანებს მოემსახურება.

ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკისთვის და ევროკავშირისთვის პრიორიტეტული NATO - დღევანდელი ფორმით შენარჩუნებაა (საქართველოსა და უკრაინის გარეშე), რათა ერთის მხრივ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალება მოახერხოს და ამასთანავე არ დაუშვას ზომაზე მეტად ურთიერთობის ესკალაციის შესაძლებლობა.

ანალოგიურად, აშშ- უპირველეს პრიორიტეტებშია წყნარ, ასევე ინდოეთის ოკეანის უზარმაზარ რეგიონებში ჩინეთთან სტრატეგიული კონკურენცია. ამ ორი უმთავრესი პრიორიტეტისათვის ამერიკა რესურსებს ნამდვილად არ დაიშურებს.

 

 

 ჩვენი ქვეყანა სახიფათო ზღვართანაა!

 

           ბუნებრივია, როგორც მოქალაქესა და ქართველს, უპირატესად მაღელვებს ის ტრაგიკული და ძალიან სახიფათო მდგომარეობა, რომელშიც 21- საუკუნის დამდეგს აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 30 წლისა და განსაკუთრებით უკანასკნელი პერიოდის გეოპოლიტიკური კატაკლიზმების შედეგად. ამაზე ბევრი ვიფიქრე, სანამ ჩემეულ კვლევასა და დასკვნებს შევთავაზებდი მკითხველს. ღრმად ვარ დარწმუნებული: სახელმწიფოებრივად მომაკვდინებელი ჩიხიდან დაგეოპოლიტიკური ხაფანგიდანგამოსასვლელად, საქართველოს პოლიტიკურ კლასსა და მოაზროვნე საზოგადოებას სჭირდება არასტერეოტიპული აზროვნება, ცხადი ხედვა, გაბედული გადაწყვეტილებები და მომავლის სრულიად ახალიპროექტისშემუშავება, რომელიც უპასუხებს თანამედროვე ამოცანებს.

 თუ ყველა გამოწვევას და მოსალოდნელ ან უკვე დამდგარ საფრთხეს ავწონ-დავწონით, უეჭველად მივალთ მკაცრ დასკვნამდე: ახლებური მიდგომის გარეშე სახელმწიფოებრივი კვდომა და როგორც საქვეყნო, ასევე პიროვნული თავისუფლების დაკარგვის პროცესი გარდაუვალი ხდება!

საქართველოს სჭირდება საყრდენი - ახალი კონცეფცია, რაც აუცილებლად გაითვალისწინებს ისტორიულ გამოცდილებას, თუმცა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის გონივრულად გამოიყენებს იმ ახალ შესაძლებლობებს, რაც არ არსებობდა არათუ 2 საუკუნის, არამედ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ.

ჩემი მოსაზრება და წინადადება არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ამ ალტერნატივას დიდი მნიშვნელობა ექნება მთელი ჩვენი დიდ რეგიონისთვის, ყველა ჩვენი მეზობლისათვის, მათ შორის განსაკუთრებით სომხეთისთვის, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსეთზე ორიენტაციის და გეოპოლიტიკური იზოლაციის გამო.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

მიიღო უკრაინისთვის და საქართველოსათვის რეალურად არაფრისმთქმელი მორიგი დეკლარაცია https://www.nato.int/cps/en/natohq/news_185000.htm. მასში ახალი სრულიად არაფერია: განმეორებულია თეზისი, რომ ჩვენი ქვეყანები ვერ გახდებიან ალიანსის წევრები, თუ არ მიიღებენ „წევრობის სამოქმედო გეგმას“, რასაც უკვე მრავალი წელია უშედეგოდ ველით.

დასავლელი ანალიტიკოსები, დიპლომატებისაგან განსხვავებით დაუფარავად წერენ არც თუ ცინიზმის გარეშე: „უკრაინა ძალიან დიდია, საქართველო კი ძალიან შორსაა, რომ NATO-მ მათ „თავდაცვის ქოლგა” გადააფაროს”.

ამ დოკუმენტმა საბოლოოდ გამოააშკარავა ჩიხი, რომელშიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შევიდა როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზების გამო და რაც ყველაზე სამწუხაროა, არ ჩანს არანაირი გზა, საშუალება, ამ პროცესის რეალური განახლებისა: NATO-ს ლიდერი სახელმწიფოები აშკარად არ არიან მზად, წავიდნენ რუსეთთან ურთიერთობათა გამწვავების რისკზე არათუ საქართველოს, არამედ მეომარი უკრაინის გამო, რომელიც ევროპის ზღურბლთან იმყოფება და უახლოეს მომავალში რუსეთის მიერ სრული ოკუპაცია ან მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონისა და ზღვაზე გასასვლელის მოკვეთა ემუქრება.

ამითაც დასტურდება, რომ საქართველო სახიფათო ზღვარზეა! უსაფრთხოების  „ქოლგის”  გარეშე, ჩვენი ქვეყანა განწირულია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვისთვის. ხოლო ქართველ ხალხს სოციალ-ეკონომიკური დეგრადაციის ახალი, ყველაზე გამანადგურებელი ტალღა ემუქრება!

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ახალი ადმინისტრაციით, რომლის წევრებს რუსეთის, ასევე ჩინეთის მიმართ წინამორბედ დონალდ ტრამპზე მნიშვნელოვნად განსხვავებული ხედვები აქვთ. თუმცა, ჯერ-ჯერობით ვერც ამერიკა, ვერც დასავლეთი ზოგადად ვერ ახერხებენ რაიმე მკაფიო და მთელს მსოფლიოში პროდასავლურ ძალთათვის გასაგები პოლიტიკის ჩამოყალიბებას რუსეთის მიმართ.

მოსკოვი აგრძელებს უხეში ძალით მოქმედებას პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რომელიც პუტინს საკუთარუკანა ეზოდმიაჩნია, ანუ აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას: ჩვენი ქვეყნის 20% -ზე მეტი და საზღვაო სანაპიროს 61% კვლავინდებურად ოკუპირებულია რუსეთის არმიის მიერ. მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიათა ანექსიის დაჩქარებული პროცესი. გარდა ამისა, კრემლი საოკუპაციო ძალებს იყენებს საქართველოს წინააღმდეგჰიბრიდული ომისტექნოლოგიათა ასამუშავებლად, რისი მაგალითიცაა საქართველოს მოქალაქეთა ხშირი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან, უკანონო ბორდერიზაცია და აგრეთვე არაფორმალური .. „შიშის ზონებისარსებობა საოკუპაციო ხაზის ქართულ მხარეს.

ამავე დროს, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც, ჯერ ჯერობით, არ იმჩნევს და არ ცნობს საფრთხეს, რასაც საქართველოს უქმნის რუსეთისა და მისი მარიონეტის, კოლაბორაციონისტი ბიძინა ივანიშვილის ერთობლივიჰიბრიდული ომიჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა ცალკეული არათანმიმდევრული განცხადებები ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალურ სანქციათა თაობაზე მხოლოდ ცარიელ, პოპულისტურ და არაგულწრფელ სიტყვებად აღიქმება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ.

რეალურად, დასავლეთის და უპირველესად ამერიკის მთავარი დასაყრდენი საქართველოში პროდასავლურად და პროამერიკულად განწყობილი ქართველი ამომრჩეველია! ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის (რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა 4.https://www.risch.senate.gov/public/ და ჯინ შაჰინმა 5 https://www.shaheen.senate.gov მიაცილეს ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს) კოლაბორაციონისტულ, არაკომპეტენტურ, კორუმპირებულ, კრიმინალთან შეზრდილი რეჟიმის პირისპირ დარჩენილი ხალხი, არნახულ სოციალურ-ეკონომიკურ გაჭირვებაში აღმოჩნდა.

საქართველოს მოქალაქეებს გაუსაძლისად სტრესულ გარემოში და უპერსპექტივობაში უხდებათ ცხოვრება სოციალური, რევოლუციური აფეთქების ზღვარზე. სწორედაც ქართველი ხალხის წუხილთა ვერ დანახვა, ვერ გააზრება ქმნის სახიფათო შთაბეჭდილებას, რომ დასავლეთი განწირულია გეოპოლიტიკური მარცხისთვის საქართველოში! თუ, რა თქმა უნდა, ეს მათივე დაგეგმილი მარცხი არ არის. საქართველოს პროდასავლური ამომრჩევლის ინტერესთა იგნორირება დიდი შეცდომაა, რაც ძალიან ძვირი უჯდება საქართველოს და, შესაძლოა, არა ნაკლებ ძვირად დაუჯდეს ამერიკასაც ჩვენს რეგიონში.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

პარალელურად, რუსეთი ცდილობს მაქსიმალურადმიიბასსაქართველო ეკონომიკურად, გამოიყენოს საამისოდ მისი უზარმაზარი ბაზრის საიმპორტო შესაძლებლობები: ღვინო, ბორჯომი, ხილი, ციტრუსი, ბოსტნეული, ტურიზმის სექტორი, ისევე როგორც ექსპორტული შესაძლებლობები, რათა საქართველოში გაძლიერდნენ რუსეთთან სტრატეგიული კავშირში დაინტერესებული ჯგუფები.

ამ მხრივ შედეგსაც მიაღწია: საქსტატის მონაცემებით, რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ქართული პროდუქციის იმპორტით და თურქეთის შემდეგ მეორეზე - საქონელბრუნვის მოცულობით.

აშკარაა, რომ რუსეთი არც საქართველოს, არც უკრაინის და .. „დსთ“ - შემადგენლობაში ოდესღაც შემავალი თუ დღესაც მასში ინტეგრირებული სახელმწიფოების დამოუკიდებლობას არასდროს ნებით არ შეურიგდება. პუტინისათვის გამონაკლისია მხოლოდ ბალტიის ქვეყნები და ესეც ალბათ პირველ ეტაპზე .. „მიწების შემოკრებისა“, რაზეც უკვე ღიად ლაპარაკობენ კრემლის იდეოლოგები. მათ შორის ალექსნადრე დუგინი, 6 :   ვისი უახლოესი ქართველი მოკავშირე და თანამოაზრე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე სულ ახლახან შემოიყვანეს ქართულ პოლიტიკაში აშკარაპრორუსებისადა რელიგიურ-ექსტრემისტული, რადიკალი ნაციონალისტური ამომრჩევლის კონსოლიდაციის მიზნით.

ასევე, მთავარი პრორუსული, თუმცა ზომიერი, დაბალანსებული პოლიტიკური პროექტის იმპლემენტაცია ხდება კრემლის მიერ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის სახით, რომელიც რეალურად მმართველი პარტიის, „ქართული ოცნებისჩანაცვლების სარეზერვო გეგმაა.

რუსეთის ღია, დაუფარავი გააქტიურება საქართველოს პოლიტიკურ ბაზარზე განპირობებულიაქართული ოცნებისრეიტინგის კატასტროფული ვარდნით, რაკი სწორედ ამპარტიისკისერზეა უახლესი ისტორიის მანძილზე ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა და სხვა ყველა მიმართულებით ქვეყნის რეგრესი.

ამასთან, რუსეთის განსაკუთრებით დიდი ზეწოლის ქვეშაა საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია, რომელსაც ანალიტიკოსები მეტაფორულადბოთლის ყელსუწოდებენ. ამასთან, ნურავის დაავიწყდება, რომ ამბოთლის საცობისაქართველოს ხელშია ქართული პორტების და უპირველესად, მშენებარე ანაკლიის (ლაზიკის) ღრმაწყლოვანი პორტის სახით. თუ, რა თქმა უნდა, ჩვენივე ბედოვლათობით, რუსეთმაბოთლს ყელიტამანის ახლადაშენებული ღრმაწყლოვანი პორტით, ხოლო თურქეთმა (ყარაბაღის ომის შემდგომ შესაძლებლობათა რეალიზებით და .. ზანგეზურის სატრანსფერო დერეფნის გავლით) ჩვენს საზღვართან მშენებარე ღრმაწყლოვანი პორტით არ ჩაანაცვლეს.

სამწუხაროდ, ყველაზე სუსტი და მოწყვლადი მოსკოვის სტრატეგიული აგრესიის გეგმათა თანახმად სწორედ კავკასიის რეგიონი და საქართველო ჩანან. ამის სამწუხარო ილუსტრაციაა დასავლეთის სრული ჩაურევლობაყარაბაღის გარდატეხაში“, როდესაც პუტინის რეჟიმმა არა მხოლოდ არმია შეიყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე (ყარაბაღში), არამედ დაიბევა კონტროლი უმნიშვნელოვანეს რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის შესაძლო სატვირთოდერეფანზეც“, რაც პირდაპირ ემუქრება საქართველოს სატრანზიტო, გეოპოლიტიკურ ფუნქციას.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ერთადერთი სახელმწიფოა მთელს დიდ რეგიონში, რომელიც ერთის მხრივ არ არის კოლექტიური უსაფრთხოების არც ერთი (!) ორგანიზაციის წევრი და მეორეს მხრივ, არა ჰყავს სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე, როგორიცაა თურქეთი - აზერბაიჯანისათვის, რუსეთი - სომხეთისთვის და აშშ - ისრაელისათვის. ამგვარი მდგომარეობა არათუ სახიფათო, არამედ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ავისმომასწავებელია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თავისუფალი განვითარებისათვის 21- საუკუნეში.

ოტო ფონ ბისმარკის 7 https://www.dw.com/ru/железный-канцлер-отто-фон-бисмарк/a-1580452 თქმით:პოლიტიკაში მთავარი არა განზრახვანი, არამედ შესაძლებლობებია“. მით უმეტეს როდესაც გეოპოლიტიკურ რეალიებზე ვსაუბრობთ; თუ დროულად არ ვიპოვეთ გამოსავალი შექმნილი გეოპოლიტიკური ჩიხიდან, სამწუხაროდ და სავალალოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობას მომავალი არ ექნება! მაგრამ პოლიტიკის ერთ-ერთი რთული თვისებაა, რომ იგი არ ცნობსგამოუვალ მდგომარეობებს“. პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკურ ჩიხიდან მუდამ არსებობს გამოსავალი, რომლის პოვნას საზოგადოების აქტიურობა და პოლიტიკურ ძალთა პასუხისმგებლობა ესაჭიროება. მოაზროვნე საზოგადოების მისიაა, აიძულოს (!) პოლიტიკური კლასი, მიიღოს სარისკო, თუნდაც პირველ ეტაპზე არაპოპულარული, თუმცა საშვილიშვილო გადაწყვეტილებები.

 

ჩინეთი ახალ მსოფლიოსა და ახალ ეპოქაში

მსოფლიო იცვლება!

ბანალურობაზე მეტია, უბრალოდ ორჯერ-ორია, რომ პლანეტის განვითარების პარადიგმას დღეს ჩინეთის სწრაფად მზარდი ფენომენი ქმნის. 1980-იან წლებში ცოტა რამ თუ გვსმენოდა ამ ქვეყანაზე მისი კომუნისტური რეჟიმის, დიდებული, საოცრად მდიდარი ისტორიის, სსრკ-სთან დაპირისპირების და დემოგრაფიული ბუმის გარდა. დღეს ჩინეთი იქცა Game changer - გეოპოლიტიკური თამაშის წესთა შემცვლელად და დამდგენად მთელი პლანეტისათვის. აშკარად მთავრდება დასავლეთის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო დომინირება. უპირველესად ეკონომიკურ სფეროში. მსოფლიო ისტორია კი ერთმნიშვნელოვნად გვასწავლის: ძლიერი პოზიციები ეკონომიკაში ადრე თუ გვიან აუცილებლად განაპირობებენ დომინირებას გეოპოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისითაც.

რამდენიმე პარამეტრით, მათ შორის მსყიდველუნარიანობის პარამეტრით ჩინეთი 2014 წლიდან მსოფლიოს პირველი ეკონომიკაა და ამ მაჩვენებლით მყარად უსწრებს კიდეც ამერიკას. გარდა ამისა, დასავლური საექსპერტო ცენტრების დასკვნით (მაგალითად Centre for Economics & Business Research, CEBR - Bloomberg)  https://cebr.com  მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჯერობით, ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ნომინალური ოდენობით ჩამორჩება ამერიკის შეერთებულ შტატებს ($14,3 ტრილიონი VS - $ 21,4 ტრილიონი), უკვე 2028 წელს გაუსწრებს ამერიკას ამ მაჩვენებლითაც.

სტრატეგია 2025“ -ის მეშვეობით ჩინეთი 4 წლის შემდეგ, სრულად ინოვაციური მრეწველობის მიღწევასაც გეგმავს.

თუ 1992 წელს ჩინეთის GDP წილი გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში სულ 1,71% იყო, 2018 წელს უკვე 15,86%- მიაღწია!

რაც ყველაზე საგულისხმოა, Covid-19 პანდემიის გლობალურმა კატასტროფამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესი. CEBR პროგნოზირებს: ჩინეთი არათუ ყველაზე სწრაფად აღადგენს საკუთარ ეკონომიკას, არამედ გააორმაგებს (!) მას 2035 წლისათვის, ანუ გამოიყენებს იმ უპირატესობას, რომ თავის ბუნებრივ გეოპოლიტიკურ კონკურენტებზე ბევრად უკეთმართაპანდემია, რითაც მიიღოფორადა შანსი, კიდევ უფრო გაემყარებინა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა: უკვე 10-15 წელია, ჩინეთმა მოიპოვაგლობალური ფაბრიკისპოზიცია, როდესაც თითქმის ყველაფერი, ყველა ბრენდი, ყველა სახეობის პროდუქცია იქმნება, იკერება, ეწყობა, მონტაჟდება, მასობრივად იწარმოება სწორედ ჩინეთში!

შეგახსენებთ ისტორიულ ფაქტს: როდესაც XVIIIს-ის შუა ხანებიდანგლობალური ფაბრიკისმნიშვნელობა მოიპოვა ინგლისმა, სულ რაღაც 100 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს უდიდესი, „მზეჩაუვალიიმპერია გახდა; ხოლო XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან, როცა იგივე ფუნქცია („გლობალური ფაბრიკისა“) ამერიკამ დაისაკუთრა, სწორედ ამან განაპირობა მისი დომინირება 21- საუკუნის დამდეგამდე, სანამ დაიწყებოდა ჩინეთის ფანტასტიკური ზრდა.

ჩინურმა ელიტებმა, დენ სიაო პინის ისტორიული რეფორმების შედეგად 8. https://www.britannica.com/biography/Deng-Xiaoping მოიპოვეს შანსი, რასაც ახლა ახორციელებენ: აქციონ ეს უზარმაზარი ქვეყანამილიარდნახევრიან სინგაპურადეკონომიკის განვითარების და ტექნოლოგიური ინოვაციურობის დონით, ბევრად გადააჭარბონ 1970-80-იანი წლებისიაპონურ სასწაულსდა იქცნენმიზიდულობისცენტრად მთელი წყნარი ოკეანის აუზისთვის, ასევე მთელი დიდი ევრაზიისათვის, რომელსაც ზბიგნევ ბჟეზინსკიმ 9დიდი საჭადრაკო დაფა“ (The Grand Chessboard) https://searchworks.stanford.edu/view/3518519   უწოდა.

სწორედ ჩინეთი ხდება დღეს მთავარი მოთამაშე ევრაზიაში, რომლის მეორე კიდეზე ახალ ვითარებაში საკუთარი გლობალური იდენტობის მაძიებელი ევროკავშირია მისი ეკონომიკური, მსყიდველუნარიანი, ინოვაციური, ტექნოლოგიური და ლოჯისტიკური პოტენციალით.

ზბიგნევ ბჟეზინსკი გახმაურებული წიგნის ბოლოს მაინც სკეპტიკურად აღიქვამს ჩინეთის მოსალოდნელ ლიდერობას. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ბჟეზინსკის ნაშრომი იმ ეპოქაში იწერებოდა, როდესაც ჩინეთის გლობალური აღმავლობის მხოლოდ პირველი ნიშნები თუ ჩანდა. ბჟეზინსკი პლანეტარული ზესახელმწიფოებრიობისა და ჰეგემონიის (მისი ტერმინია) ოთხ ძირითად ნიშანს ასახელებს:

) სამხედრო ძლევამოსილება

) ეკონომიკური სიძლიერე

) ტექნოლოგიური ინოვაციურობა

) კულტურული მიმზიდველობა.

ეს ჩამონათვალი ძირითადადამერიკა-ცენტრისტულინარატივის გამოხატულებაა, თუმცა რომც მივიღოთ უკრიტიკოდ, ჩინეთი უკვე მთლიანად, ნაწილობრივ ან/და პოტენციურად აკმაყოფილებს პირველ სამ პირობას. ესე იგი აქვს მკაფიო შანსი, დროთა განმავლობაში კულტურული მიზიდულობის ცენტრადაც იქცეს. მით უმეტეს მისი უმდიდრესი, უნიკალური კულტურისა და ისტორიის გათვალისწინებით.

ადეკვატური აღქმით კი, მით უმეტეს ევრაზიის რეალიებში, უმთავრესი მაინც სამხედრო ძლევამოსილებაა, რაც უეჭველად (ისტორიის მრისხანე გაკვეთილთა შესაბამისად) მიჰყვება ეკონომიკურ ექსპანსიას.

შესაბამისად NATO-ს ბრიუსელის სამიტის რეზოლუციაში აისახა ეს რეალობა, სადაც ალიანსი უშვებს პრობლემების შესაძლებელ წარმოშობას და მას განიხილავს გამოწვევად: „ჩინეთის მზარდმა გავლენამ შესაძლოა პრობლემები შექმნას, რადგან ჩინეთის ამბიციები გამოწვევა ხდება საერთაშორისო წესრიგისა და იმ სფეროებისათვის, რომლებიც  ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოებას ეხება. ჩინეთი ზრდის ბირთვულ არსენალს, ფარულად ახორციელებს არმიის მოდერნიზაციას და რუსეთთან ერთად მონაწილეობს სამხედრო სწავლებებში“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცნობილი გამონათქვამის თანახმად, საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა. ზოგჯერ პირიქითაც. ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი ცვლილება ჩინეთის, როგორც გლობალური ზესახელმწიფოს მსოფლიო პოზიციონირებაში ისაა, რომ თუ ადრე, ჯერ კიდევ 30, თუნდაც 20 წლის წინათ, პეკინი ძალიან ფრთხილად ეკიდებოდა თავისი ეკონომიკური გავლენისუზრუნველყოფასსტრატეგიული უსაფრთხოების ინსტრუმენტებით, ანუ არ ცდილობდა სამხედრო კომპონენტის გაძლიერებას მსოფლიო ბაზრებზე თავისი მზარდი ეკონომიკური ძალის პროეცირების პარალელურად, ამჟამად ვითარება კარდინალურად იცვლება.

ნებისმიერი აღმოსავლეთმცოდნე დაადასტურებს: ჩინეთი ადრე მართლაც ძალზე ფრთხილი იყო სამხედრო კომპონენტის განხილვისას ქვეყნის გარეთ. იმ რეგიონებშიც კი, სადაც მისი ეკონომიკური შეღწევა თვალში საცემი ხდებოდა და სხვა გლობალურ მოთამაშეებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. დღეს უკვე სრულიად ახალი რეალობაა: ამერიკელმა ანალიტიკოსებმა, პეკინის ახალი საგარეო პოლიტიკის აღსანიშნავად, დაამკვიდრეს ტერმინი მარგალიტის მძივი“ („String of Pearls“) 10 .  https://www.indiatimes.com/news/india/here-is-all-you-should-know-about-string-of-pearls-china-s-policy-to-encircle-india-324315.html ეს ტერმინი არ არის მიღებული თვით ჩინეთში, რაკი ექსპანსიონისტური ზრახვების დაბრალებად აღიქმება.

შინაარსობრივად String of Pearls ასახავს ჩინეთის სტრატეგიას, შექმნას სტრატეგიულისაყრდენებიმსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, უპირველესად რა თქმა უნდა წყნარ ოკეანესა და ევრაზიაში, რათამძივივითაწყობილი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა პარალელურადმისდევდესეკონომიკურ და სავაჭრო ხაზებს. უპირველესად, პეკინის გლობალურიგზა/სარტყელის ინიციატივის განსამტკიცებლად.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ისტორიისათვის აბსოლუტურად უცნობიაჩინური აგრესიისცნება და ეს ქვეყანა არასდროს, არც ერთ ათასწლეულში, არც ერთი დინასტიის ეპოქაში არ ახორციელებდა ექსპანსიონისტურ პოლიტიკას არათუ შორეული რეგიონების, არამედ სხვა კულტურული იდენტობის მატარებელი მეზობლების მიმართ და ხშირ შემთხვევაში თავად ხდებოდა სამხედრო ექსპანსიის მსხვერპლი, ვალდებული ვართ დავასკვნათ: „მარგალიტის მძივისპოლიტიკა თანამედროვე მსოფლიოს რეალიებმა უფრო მოიტანა, ვიდრე ჩინეთის ისტორიულმა არჩევანმა: ეს დიდი ქვეყანა, მისი ობიექტურად მზარდი გლობალური გავლენით, უბრალოდ ვალდებულია  მკაცრი რეალიები გაითვალისწინოს და სტრატეგიულისაყრდენებითუზრუნველყოს მის მიერ მსოფლიოსათვის შეთავაზებულ ეკონომიკურ და სავაჭრო მაგისტრალთა სტაბილური ფუნქციონირება.

სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ჩინეთი აძლიერებს სამხედრო ყოფნას საკვანძო საკომუნიკაციო წერტილებში: წყნარი ოკეანის სრუტეები, სამხრეთ ჩინეთის ზღვა (სპრატლის კუნძულები), მიანმარი, ბანგლადეში, შრილანკა, მალდივები, პაკისტანი (პორტი გვადარი), ომანი, აფრიკის რქაზე, ორმუზის ყურესთან; (ჯიბუტი), სუდანში (პორტ-სუდანი), აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროებზე; კენია, ტანზანია, სეიშელები და ..

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ეს სტრატეგია განვითარდება, გაღრმავდება და („რეალური პოლიტიკისკანონებიდან გამომდინარე), იგივე ხაზი აუცილებლად გაგრძელდებაგზა/სარტყელისევრაზიულ და პოსტსაბჭოურ მიმართულებაზეც, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში.

ამგვარი სტრატეგიული საყრდენებით, ჩინეთი, მისი გარდაუვალი გლობალური მისიის გათვალისწინებით, გეგმავს ააშენოს ახალი პორტები, მაგისტრალები, გზები, ხიდები, სხვა საკომუნიკაციო საშუალებები. უკვე დღეს, ხსენებული სტრატეგიის მაგალითია საქართველო: აზიის განვითარების ბანკმა, რომელშიც ჩინეთს ლომის წილი ეკუთვნის, ჩვენს ქვეყანაში უამრავი გრძელვადიანი პროექტი განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი, ამ კომუნიკაციათა აგებისას ანუ სხვადასხვა რეგიონში ეკონომიკური შეღწევის პროცესში, მოქმედებს ხაზგასმულად ფრთხილად, ფაქიზად, საშინაო საქმეებში ჩაურევლად, პარტნიორი ქვეყნების კულტურული და პოლიტიკური თავისებურებებისა და თვითმყოფადობის მაქსიმალური პატივისცემით, ანუ სრული კორექტულობით. არ არსებობს არანაირი საფუძველი ვისაუბროთჩინურ იმპერიალიზმზე“, რაკი მსოფლიოს ყველა რეგიონში პეკინის პოლიტიკის შინაარსია ურთიერთხელსაყრელობაზე დამყარებული კოოპერაცია, კომუნიკაციების განვითარება, წარმოება, სამუშაო ადგილების შექმნა, ენერგიის წყაროებსა და მათი მიწოდების გზებზე წვდომა. თუმცაღა,  ექსპერტთა ნაწილის მტკიცებით, ზოგიერთ ქვეყანაში მოხდა ამ პოზიტიური ტენდეციიდან გადახვევა, მაგრამ ეს გამონაკლისები საერთო სურათს ვერ ცვლის. სრულიად ობიექტურად, ამ ქვეყნის გარეშე უკვე წარმოუდგენელია გლობალური გეოპოლიტიკური არქიტექტურა არა მხოლოდ დღეს, არამედ სამომავლოდაც.

 

         როგორ გვიახლოვდება აზიური გიგანტი

ხსენებული სტრატეგიის ფარგლებში, ჩინეთი თანდათანუახლოვდებასაქართველოს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. პირველი ნაბიჯია ჩინეთის შეუქცევადი შეღწევა ცენტრალურ აზიაში. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ყველაზე ავტორიტეტული ამერიკელი მკვლევარი ფრედერიკ სტარი https://www.silkroadstudies.org/staff/item/13029-s-frederick-starr.html, ამ რეგიონში ჩინეთის გააქტიურებას ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციად მიიჩნევს. სტარი ავღანეთს განიხილავს ცენტრალური აზიის რეგიონის ნაწილად, რაც გარკვეულწილად დასტურდება კიდეც არა მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ ისტორიით, მათ შორის უახლესი ისტორიით.

მიმდინარე წლის სექტემბერში აშშ და კოალიციური ძალები ავღანეთს საბოლოოდ დატოვებენ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჯერ კიდევ განსაზღვრული არ არის. გეოპოლიტიკური ლოგიკით, დიდი ალბათობით, ავღანეთში მოსალოდნელია ჩინეთისშესვლა“, რაც ევრაზიის საკვანძო წერტილში მის საბოლოო დამკვიდრებას ნიშნავს.

ყველა წინაპირობა გვაქვს ვივარაუდოთ: პეკინი ამას მართლაც შეძლებს ხანგრძლივი ომებისა და ძალის გამოყენების გარეშეგანსხვავებით საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ავღანური ეპოპეისაგან.

ამავე სტრატეგიულიხაზისგაგრძელებაა ჩინეთის აქტიური თანამშრომლობა ირანთან და 400 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტის მომზადება, რომლის წარმატებული განხორციელება მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველთა არჩევანზე იქნება დამოკიდებული.

ასევე გავითვალისწინოთ ის უდავო მოცემულობა, რომ ჩინეთი ცენტრალური აზიისპოსტსაბჭოურინაწილის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის უკვე სრულიად განუყოფელი ნაწილია: პოსტსაბჭოურ ცენტრალურ აზიაში მისი ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და კულტურული გავლენა იმდენად დიდია, რომ  მნიშვნელოვნადაბალანსებსმოსკოვის გავლენას. სულ უფრო ხშირად იმართება სამხედრო სწავლებები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიის მონაწილეობით. ხოლო თუ ამ ფონზე ვიგულისხმებთ, რომ პუტინის რეჟიმი აშკარად ემზადებოდა პოსტსაბჭოური ცენტრალური აზიის ქვეყნებშისაქართველოსადაუკრაინისსცენართა გასამეორებლად, უდავოა: პეკინი არათუ არ დაუშვებს იმ რეგიონში კრემლის აგრესიას, არამედ აუცილებლად იქცევა სასურველ სამხედრო-პოლიტიკურ ალტერნატივად ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ელიტებისთვის, მათ მიერ გრძელვადიანი სტრატეგიის გამომუშავებისას.

თუ პირდაპირ ვიტყვით, არ არსებობს და ვერც იარსებებს ვერანაირი ჰარმონია ჩინეთს, როგორც ცენტრალური აზიის რეგიონის ყველაზე მძლავრ („წესების დამდგენ“) სახელმწიფოს, ყაზახეთსა და რუსეთს შორის! მოსკოვში ღიად თუ ფარულად იზიარებენ ალექსანდრე სოლჟენიცინის კონცეფტს 12 http://www.lib.ru/PROZA/SOLZHENICYN/s_kak_1990.txt , რომლის თანახმად ყაზახეთი არისვიწრო ზოლი ქალაქ ალმატის გასწვრივ“, ყველაფერი დანარჩენი კი რუსეთის ანუ საბჭოთა კავშირის ნაჩუქარიახელოვნურად შექმნილიყაზახეთის სახელმწიფოსათვის.

მაშასადამე, პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი ალბათობით გარდუვალია ყაზახეთ - რუსეთის კონფლიქტიც. ამ შემთხვევაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეყოფათ პირველ რიგში პოლიტიკური ნება და მეორე რიგში რესურსი დაიცვას ყაზახეთი და ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოური ქვეყნები რუსული აგრესიისაგან. ისევე, როგორც ვერ დაიცვა საქართველო და ვერ დაიცვა უკრაინა. ჩინეთს კი ნამდვილად აქვს ამის პოლიტიკური, ეკონომიკურ-ფინანსური და სამხედრო შესაძლებლობა. ის, რაც მოსკოვისთვის შესაძლებელი აღმოჩნდა სხვაგან, მათ შორის აფხაზეთში, ცხინვალში, დნესტრისპირეთში, ყირიმში თუ დონბასში, შეუძლებელი იქნება იმ რეგიონებში, სადაც მყარად დამკვიდრდება ჩინეთი.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ჩინურ ინვესტიციათა წყალობით; ტაჯიკეთმა გააძლიერა პოსტები ავღანეთის საზღვარზე, პაკისტანმა - თავისი სასაზღვრო ჯარები გილგიტ-ბალტისტანის რეგიონში, ხოლო ავღანეთის არმია აშენებს ბაზას ვახანის დერეფნის შესასვლელთან, რომელიც ჩინეთს აკავშირებს ავღანეთთან.

უფრო მეტიც: ჩინეთის სახალხო შეიარაღებულმა მილიციამ 13 საკუთარი ანტიტერორისტული ბაზებიც კი დააფუძნა ტაჯიკეთში და ავღანეთში. ამავდროულად ნიშანდობლივია, რომ სულ უფრო მეტი ჩინური კერძო უსაფრთხოების კომპანია გამოჩნდა ცენტრალურ აზიაში. ეს თითქოს ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას, მაგრამ პეკინმა დიპლომატიური მეთოდებით მოაგვარა ეს საკითხი ხელისუფლებებთან.

საგულისხმოა, რომ ჩინეთის მხრიდან ცენტრალური აზიის უსაფრთხოების საკითხებით არმია კი არ არის დაკავებული, არამედ სახალხო მილიცია. სწორედ ის აძლიერებს სასაზღვრო პუნქტებს ტაჯიკეთში და ავღანეთში; ტაჯიკეთის სასაზღვრო ძალებთან ერთად პატრულირებს საზღვარზე. ასევე, ჩინეთის სახალხო მილიციის ხელმძღვანელობამ მიაღწია შეთანხმებას ერთობლივი პატრულირების ჩატარების შესაძლებლობაზე ყაზახეთთან,ყირგიზეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან. ეს ყოველივე აღიზიანებს რუსეთს, მაგრამ ღიად ვერ უპირისპირდება ჩინეთის მუდმივად მზარდშემოსვლასცენტრალურ აზიაში.

თუმცა მოსკოვმაჰიბრიდული ომისელემენტები მაინც აამუშავა და რეგიონში ანტი-ჩინური განწყობილებების გაღვივებას ფარულად უწყობს ხელს. მიუხედავად რუსეთისჩქმეტებისა“, პეკინი თანმიმდევრულად ავითარებს თავის სტრატეგიულ ხაზს: ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო ზრდის საკუთარყოფნასადა გავლენას ცენტრალურ აზიაში.

მოსკოვის განსაკუთრებული სიფრთხილე იმითაა გამოწვეული, რომ ჩინეთი თავადაა ეგზისტენციალური საფრთხე რუსეთისათვის. დასავლეთთან კონფლიქტში შესულ რუსეთს მინიმალური შანსიც კი არ აქვს ოდნავი წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის დომინანტურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სტრატეგიულყოფნასცენტრალურ აზიაში ან სხვა რეგიონებში. უკვე დღეს, რუსეთი ჩინეთისუმცროსი პარტნიორიაყველა მიმართულებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთისდაძვრასდასავლეთისკენ, ანუ ევრაზიის სიღრმეში, განაპირობებს უსაფრთხოების შეუვალი აუცილებლობა: უიგურული სეპარატიზმის https://www.jstor.org/stable/30172871 იზოლირების სახით. გარდა ამისა, ჩინეთს აღელვებს ისლამური რადიკალიზმის ზოგიერთი გამოვლინება, რომლის სწრაფი ლოკალიზება შესაძლებელია სხვა ევრაზიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამი მთავარი პოსტულატი -  "ბოროტების სამი ძალა" - ტერორიზმი, სეპარატიზმი და ექსტრემიზმი; გაზიარებული და მთლიანად მისაღებია ევრაზიული ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობისათვის.

შესაბამისად, როგორც გლობალური, მათ შორის ევრაზიული ზესახელმწიფო, ჩინეთი ვალდებულია იკისროს პასუხისმგებლობა იმ პრობლემებზე, რაც დამახასიათებელია, ზოგადად ევრაზიის რეგიონისათვის.

ამასთან, ცენტრალურ აზიაში ჩინეთისშესვლავერც გეოპოლიტიკურად და ვერც გეოეკონომიკურად გამართლებული ვერ იქნება, თუკი პეკინმა სამხრეთ კავკასიურიბოთლის ყელიარ გააკონტროლა და კონტროლი აქ რუსეთს დაუთმო. ჩინეთი ამას მიაღწევს მხოლოდ სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებთან, კერძოდ საქართველოსთან შეთანხმებით, რაც თავისთავად დიდ შესაძლებლობებს გვიქმნის ჩვენ, ქართველებს (და არა მარტო) საკუთარ ინტერესთა დაცვა/განხორციელების თვალსაზრისით.

სანაცვლოდ კი, ჩვენმა ქვეყანამ, მტკიცე სახელშეკრულებო სისტემით, პირველ რიგში გარანტირებული უსაფრთხოებისქოლგაუნდა მიიღოს, ერთობლივ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგო-ინოვაციურ და ინდუსტრიულ პროექტებთან და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროგრამებთან ერთად, რომელთა განხორციელებამაც საქართველოში უმუშევრობის საგრძნობი შემცირება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ქართული სასოფლო სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციის ახალ ბაზრებზე გასვლა და, საბოლოოდ, მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, ზოგადად კეთილდღეობის დამკვიდრება უნდა განაპირობოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკანასკნელი პერიოდის აშკარა გეოპოლიტიკური ტენდენცია არა მხოლოდ ჩინეთის გაძლიერება, არამედ ამერიკული იზოლაციონიზმის გაღრმავებაა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფენომენის გამოხატულება გახდა დონალდ ტრამპის არჩევა პრეზიდენტად. თუმცა ტრამპი ნამდვილად არ ყოფილა ხსენებული ტრენდის ინსპირატორი. იგი ბევრად ადრე წარმოიშვა: ჯერ კიდევ ცივ ომში ამერიკისა და დასავლეთის ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, როდესაც ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ფრენსის ფუკუიამამ შექმნაისტორიის დასასრულისნაუცბადევი კონცეფტი https://www.supersummary.com/the-end-of-history-and-the-last-man/summary/ .

ამერიკული იზოლაციონიზმიმხოლოდ გააძლიერა ჯორჯ ბუშ უმცროსისა და მისი ნეოკონსერვატიული დაჯგუფების წარუმატებელმა ექსპერიმენტმა, როდესაც ვაშინგტონი ცდილობდაარაბული გაზაფხულისმხარდაჭერით განეხორციელებინა ევრაზიის ერთ-ერთი საკვანძო რეგიონის, „დიდი ახლო აღმოსავლეთისსისტემური ტრანსფორმაცია. ნაცვლად ამისა, ბუშის ექსპერიმენტს რამდენიმე ტრადიციული სახელმწიფოს ნგრევა და რეგიონშიუმართავი ქაოსისგამეფება მოჰყვა შედეგად.

როგორც ჩანს, ამერიკული ელიტები დაიღალნენ გლობალური დომინანტობით, რაკი გააცნობიერეს, რომ არ არსებობს დომინირება პასუხისმგებლობის გარეშე: დომინირება მოითხოვს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც ანუ საკუთარი ადამიანური რესურსებით (ჯარისკაცთა სიცოცხლით) და მატერიალური კეთილდღეობით გარისკვას.

ამ იზოლაციონისტურმა განწყობამ ჯორჯ ბუშ-უმცროსის მმართველობის ბოლო წლებიდან (კატასტროფულად არაპოპულარული ერაყის კამპანიიდან დაწყებული), ამერიკულ სოციუმში იმდენად ღრმად შეაღწია, რომ კულტურულ ტრენდადაც იქცა. იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ვიეტნამის ომის შემდეგ.

სწორედ ამერიკული იზოლიციონიზმია მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი პრეზიდენთ ბაიდენის ახალი ინიციატივისა ამერიკის პრეზიდენტმა რა ინიციატივაც არ უნდა გააჟღეროს, ამ ინიციატივის ფინანსური უზრუნველყოფისათვის მან უნდა მიმართოს კონგრეს. ამიტომ, დიდი სიბრძნე არ ჭირდება, როცა იცი და კარგად გაქვს გააზრებული, თუ როგორ და რა მექანიზმებით მიიღება  გადაწყვეტილებები ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში, რომ განსაზღვრო, იმ ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე (ხიდები, გვირაბები, გზები, ტრანსპორტი და სხვა), როდესაც ამერიკელი მოქალაქეები (ამომრჩევლები) ამ ამორტიზირებულ ინფრასტრუქტურას ყოველდღიურად იყენებენ ძნელია კონგრესმენებმა აუხსნან მათ, რომ სანამდე დალასში, ოკლახომაში, ან არიზონაში ისინი ყოველდღიურად იყენებენ ამორტიზირებულ ხიდებს, ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფულით დაფინანსებული უნდა იქნეს ხიდის მშენებლობა ზუგდიდის რაიონში (საქართველო), ან კულობის რაიონში (ტაჯიკეთი) და თუ მაინც ასეთი კონგრესმენი გამოჩნდება მისი ოფისის წინ მაშინვე საპროტესტო  დემონეტრაცია გაიმართება და ასეთ კონგრესმენს აღარასოდეს აირჩევენ კონგრესში. სწორედ ამ მიზეზით, პრეზიდენტ ბაიდენის ამ ინიციატივას  არა მარტო რესპუბლიკელი, არამედ ვერც დემოკრატი კონგრესმენები ვერ დაუჭერენ მხარს. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირზე, ევროკავშირის დეპუტატებზე და საერთოდ ევროპულ განწყობილებებზე, რომლებიც საყოველთაოდ არის ცნობილი და კარგად ვიცით საქართველოშიც. არც იმის გარანტია არ არსებობს, რომ აშშ -ს მომდევნო პრეზიდენტისთვის ეს ინიციატივა პრიორიტეტული დარჩება, თუმცა არ არის გამორიცხული ეს პროექტი უკვე ამ ადმინისტრაციის დროს იყოს დავიწყებული.  მით უმეტეს როცა ამ ინიციატივის ფინანსური უზრუნველყოფისთვის ერთი და ორი მილიარდი დოლარის კი არა, არამედ კოლოსალური 40 ტრილიონი დოლარის მობილიზაციაზეა ლაპარაკი კოლექტიური დასავლეთის მიერ. ამხელა ფინანსური რესურსი არ არსებობს არც აშშ -ში და არც ევროკავშირში. ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ პრეზიდენტ ბაიდენის Build Back Better World (B3W), უმეტეს წილად არა რეალური ფილანტროპიული ინიციატივაა და აღსრულება არ უწერია ! ! !

          მოვლენების რეალური აღქმა დაკვირვებული ანალიტიკოსების მხრიდან არის ის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ნაბიჯები, მათ შორის გაზსადენჩრდილოეთის ნაკადზეფაქტობრივი თანხმობა, რუსეთის რეალურ დასანქცირებაზე უარი და სხვა, მხოლოდ ადასტურებს: ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის და აღარც სურს იყოს ერთადერთი მოთამაშე, განსაკუთრებით ევრაზიის რეგიონში, სადაც დღითი დღე ძლიერდება ჩინეთი. ეს პროცესი მით უფრო პარადოქსულად ჩანს, რომ ამერიკელები  შესანიშნავად აცნობიერებენ .. „ჩინურ საფრთხეს“. ამერიკაში უკვე დიდი ხანია მოქმედებს გავლენიანი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი პოლიტიკური ჯგუფი არაფორმალური სახელწოდებითცისფერი გუნდი“ Blue Team (U.S. politics) 14 რომელთაც უპირველეს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ სწორედ ჩინეთი მიაჩნიათ, მაგრამ ობიექტურად აღარ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ჩინეთის ქცევასმსოფლიო ფაბრიკად“. მათ შორის გიგანტური ამერიკული კონცერნების მონაწილეობით: თვით დონალდ ტრამპმაც კი ვერ გაბედა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო დისბალანსის აღმოსაფხვრელად, ამერიკულ და დასავლურ ბაზრებზე ჩინეთში წარმოებული პროდუქციის წვდომის შესაზღუდად, ან თუნდაც რაიმე გადაწყვეტილების მიღება ჩინური ვალუტის, იუანის სამართავად იმის მიუხედავადაც კი, რომ დოლარი, ჯერ-ჯერობით, კვლავ რჩება გლობალურად უალტერნატივო ვალუტად.

 

საქართველოსა და კავკასიის დილემა დაპაუზებული, გაუბედავი და იზოლაციონიზმის ვირუს შეყრილი ამერიკის პირობებში

ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური გავლენისა და როლის დამცრობა ტრაგიკულად აისახა პოსტსაბჭოურ სივრცეზე, მათ შორის კავკასიის რეგიონზე. ამის ძალიან მკაფიო დადასტურება გახდაყარაბაღის გარდატეხა“, რომელშიც, სამწუხაროდ, ამერიკამ ვერანაირი როლი ვერ შეასრულა, საკითხი გადაწყვიტეს და სამეზობლოში ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი დაამკვიდრეს ჩვენმა დიდმა მეზობლებმა: თურქეთის რესპუბლიკამ და რუსეთის ფედერაციამ.

სულ უფრო იზრდება მოსკოვის ზეწოლა საქართველოზე, მათ შორისმცოცავი აგრესიის“, კიბერ-შეტევების და ჰიბრიდული ომის სხვა ტექნოლოგიათა გამოყენებით: რუსეთი რეგულარულად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას საქართველოსთან, იტაცებს ადამიანებს საოკუპაციო ხაზიდან, ახორციელებს უკანონო ბორდერიზაციას, რისი ერთ-ერთი მიზანია, დაურღვიოს საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდე, ასე ნანატრი უსაფრთხოების განცდა და გააძლიეროს კაპიტულანტური განწყობილებები.

2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინააუცილებლად გახდებიან NATO- წევრები“, სამწუხაროდ ქაღალდზე დარჩა: ვერც საქართველო, ვერც უკრაინა არათუ სრულუფლებიანი წევრები ვერ გახდნენ, არამედ ვერ მიიღეს თუნდაცსაგზაო რუკა“ (MAP) 15 რაც დაადასტურებდა ატლანტიკური ალიანსის მზადყოფნას, სერიოზულად განეხილა საქართველოსა და უკრაინის წევრობის საკითხი თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში.

ზოგადად, MAP არ არის არათუ სრულუფლებიანი წევრობა, არამედ არც რაიმე გარანტია წევრობისა, მაგრამ ნამდვილად იქნებოდა პოლიტიკური ნების მტკიცე გამოხატვა, მათ შორის მტკიცე გზავნილი მოსკოვის მიმართ, რაც ბევრად გააძლიერებდა პროდასავლურ, პროამერიკულ ძალებს საქართველოში და პირიქით, კიდევ უფრო დაასუსტებდა პრორუსულ ჯგუფებს.

საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნე, დღემდე არა აქვს უსაფრთხოების არანაირიქოლგა“. ეს ვითარება ძალიან სახიფათოა დამოუკიდებლობის შენარჩუნების თვალსაზრისით და სისტემურად უშლის ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგანდაუცველქვეყანაში მნიშვნელოვანი თანხის ჩადება აშინებთ ინვესტორებს.

ამგვარი მდგომარეობა ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ 2004 – 2012 წლების რთული, თუმცა აუცილებელი რეფორმების პროცესი შეცვალა სტაგნაციამ, ოლიგარქიულმა მმართველობამ, კორუფციამ, საზოგადოებრივმა ფრუსტრაციამ, მზარდმა უიმედობამ და იმედგაცრუებამ.

იმედგაცრუება მით უფრო მწვავეა, რომ ალბათ არც ერთი პოსტსაბჭოური ერი არ დაზარალებულა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ისე, როგორც საქართველო; დროებით ოკუპირებულია ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, ასეულობით ათასი ადამიანი ქცეულია ლტოლვილად, რუსეთი დღემდე აგრძელებს ისეთი პირობების შექმნას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა იცხოვრონ მუდმივი სტრესის პირობებში.

მთლიანობაში კი, ქართველმა ერმა ბოლო ისტორიულ პერიოდში იმგვარი სტრესი მიიღო, რასაც ბევრი სხვა ერი ნამდვილად ვერ გაუძლებდა და უკვე გამოაცხადებდა კაპიტულაციას.

შესაბამისად, ან დასავლეთმა, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უნდა დააჩქაროს პროცესები, ან საქართველო იძულებული იქნება ეძებოს და მონახოს ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი და წარმატებული განვითარების სამხედრო-სტრატეგიულ გარანტიებს. უპირველესად, ვგულისხმობ საქართველოში ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებას და მის დაცვას.

ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ერის ურყევი ნებაა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი, განვითარებული  სახელმწიფო პლურალისტური დემოკრატიით, კერძო საკუთრების პრიორიტეტით, სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკური მრავალფეროვნებით და ადამიანის უფლებათა პატივისცემით. მაგრამ ამ ღირებულებებს, მათ შორის სახელმწიფოებრივ სიმტკიცეს, ჩვენს პირობებში დაცვა სჭირდება. ანუ მოკავშირე, რომელიც შექმნის ქვეყნისათვისუსაფრთხოების ქოლგას“!

დღემდე გვეგონა, თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიულ სისტემათა განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ინტერესებთან ერთად, აგრეთვე გეოსტრატეგიული ინტერესებიც ჰქონდა. სამწუხაროდ, ამ ინტერესთა გამოხატვა უკვე მეტისმეტად იგვიანებს! ეჭვი მით უფრო ძლიერდება, რომ აშშ არც ცენტრალური აზიის საკვანძო რეგიონში ჩქარობს რეალურ ინტერესთა გამოხატვას, რაშიც ვერც C5 + 1” 16 ფორმატი ვერ დაეხმარა, ამის უმთავრესი მიზეზი, როგორც ჩანს ისაა, რომ ვაშინგტონი ერიდება შევიდეს რეალურ კონკურენციაში რუსეთთან, როცა საქმე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონებს.

სამაგიეროდ ჩვენს თვალწინ, ჩინეთი სულ უფრო აქტიურად და მოურიდებლადეჯახებარუსეთის ინტერესებს იმავე ცენტრალურ აზიასა და ავღანეთში, რითაც თანდათან უახლოვდებაგეოპოლიტიკური თვალსაზრისითკავკასიის რეგიონს.

ყველა წინაპირობა გვაქვს დავასკვნათ: ჩინეთის გეოეკონომიკურ გააქტიურებას აუცილებლად მოჰყვება ამ დიდ და სწრაფად მზარდ ქვეყანასთან საქართველოს სტრატეგიულ ინტერესთა თანხვედრისმატრიცისწარმოშობა. გეოპოლიტიკა არ ცნობს სიცარიელეს - ნებისმიერი სიცარიელე აუცილებლად იქნება შევსებული. ქართული პოლიტიკის მიმდინარე ამოცანაა, შეავსოს ჩვენს რეგიონში ამერიკის მეტისმეტი გაუბედაობით გამოწვეულისიცარიელეიმ გლობალური ძალით, რომელსაც ჰყოფნის რესურსები განახორციელოსინტერესთა თანხვედრისპოლიტიკა პატარა ქვეყნებთან. მათ შორის ყოფილი მოსკოვური იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. სწორედ ასეთი გლობალური ძალა ხდება ჩინეთი!

(გაგრძელება იქნება)

სქოლიო :

1.      ალექსანდრე ვერშბოუ (Alexander Russell "Sandy" Vershbow) - ამერიკელი დიპლომატი, NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე. აშშ ყოფილი ელჩი რუსეთში (2001-2005წწ). იგი ითვლება რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და შეურიგებელ მოწინააღმდეგედ.

2.      მარინა კალიურანდი - ევროპარლამენტის წევრი, ესტონელი პოლიტიკოსი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. გამოირჩევა დიდი და კეთილგანწყობილი ინტერესით საქართველოს მიმართ.

3.         Build Back Better World ან B3W (აღადგინე კვლავ უკეთესი მსოფლიოს) - აშშ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივა,             რომელსაც მხარი დაუჭირა `დიდი შვიდეულის` ყველა ქვეყანამ 2021 სამიტზე. B3W  მიზნად ისახავს ჩინეთის სტრატეგიული გავლენის საწინააღმდეგოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის ჩინური გზა/სარტყელის ალტერნატივას. ამ ინიციატივის ფარგლებში, G7- ის ქვეყნები 2035 წლამდე გეგმავენ 40 ტრილიონი დოლარის გამოყოფას.

4.          ჯიმ რიში (James Elroy Risch) - სენატორი/რესპუბლიკელი აიდაჰოს შტატიდან.

5.      ჯეინ შაჰინი Jeanne Shaheenსენატორი/დემოკრატი ნიუ ჰემპშირიდან.

6.      ალექსანდრე დუგინი (Александр Дугин) - უკიდურესად იმპერიული შეხედულებების რუსი ფილოსოფოსი. პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი. ყოფილი სსრკ ტერიტორიაზე რუსეთის იმპერიის სრულფასოვანი აღდგენის მომხრე

7.      ოტტო ფონ ბისმარკი (Otto von Bismarck)- გერმანიის პირველი კანცლერი (1871). გერმანულ სახელმწიფოთა ერთ დიდ სახელმწიფოში გაერთიანების იდეის ავტორი და ამ ისტორიული პროცესის წამომწყები.

8.       დენ სიაო პინი (1904 – 1997) -  ჩინელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც 1979-1997 წლებში არაფორმალურად ხელმძღვანელობდა ჩინეთს. ავტორი კონცეფციისა `სოციალიზმი ჩინური სპეციფიკით`, რომლითაც დაიწყო ჩინეთში საბაზრო ეკონომიკის ელემენტთა დამყარება ერთპარტიულობის შენარჩუნებით. ამ რეფორმებით დაიწყო ჩინეთის განვითარება და მისი ქცევა პლანეტის ერთ-ერთ ეკონომიკურ ლიდერად.

9.       ზბიგნევ ბჟეზინსკი (1928 – 2017წწ) - პოლონური წარმოშობის ამერიკელი მოღვაწე, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი,                         აშშ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში. მუდამ გამოირჩეოდა განსაკუთრებული შეურიგებლობით მოსკოვის მიმართ.

10.    ჩინეთისმარგალიტის მძივი“ („String of Pearls“) არის გეოპოლიტიკური ჰიპოთეზა, რომელიც აშშ-ს პოლიტიკურმა მკვლევარებმა შემოგვთავაზეს 2004 წელს. [1] ტერმინი აღნიშნავს ჩინეთის სამხედრო და კომერციული ობიექტების ქსელს და მის საზღვაო ხაზების გასწვრივ, რომლებიც ვრცელდება ჩინეთის მატერიკიდან აფრიკის რქამდე, პორტ-სუდანამდე. საზღვაო ხაზები გადის რამდენიმე მნიშვნელოვან საზღვაო წერტილებშიში, როგორიცაა მანდეტის სრუტე, მალაკას სრუტე, ჰორმუზის სრუტე და ლომბოკის სრუტე, აგრეთვე მოიცავს სხვა სტრატეგიული საზღვაო ცენტრებ პაკისტანში, შრი ლანკაში, ბანგლადეშში, მალდივის კუნძულებზე და სომალიში.

11.    ფრედერიკ სტარი (1940) ამერიკელი მეცნიერი; ევრაზიისა და რუსეთის მკვლევარი, ცენტრალური აზიის ისტორიისა და თანამედროვოების ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი

12.    ალექსანდრე სოლჟენიცინი (1918-2008) - რუსი მწერალი, საბჭოთა დისიდენტი, რომელიც დისიდენტური მოღვაწეობის და კომუნისტური რეჟიმისათვის მიუღებელი ლიტერატურული საქმიანობისათვის გააძევეს საბჭოთა კავშირიდან, თუმცა მუდამ რჩებოდა რუსული ველიკოდერჟავული იდეის და რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე.

13.     ჩინეთის სახალხო მილიცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების განუყოფელი ნაწილია. ფუნცქიონალურად ჩინეთის შინაგანი ჯარები შედგება: შიდა უსაფრთხოების, ოქროს მარაგების, ტყეების, ჰიდროელექტროსადგურების, ტრანსპორტის, სასაზღვრო ჯარების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ძალების, სახანძრო განყოფილებებისა და უსაფრთხოების განყოფილებების ქვედანაყოფებისაგან. სახალხო შეიარაღებული მილიციის ჯარები შეიქმნა 1982 წლის 19 ივნისს. სხვადასხვა შეფასებით, სახალხო შეიარაღებული მილიციის რაოდენობა 1,1 – დან 1,5 მილიონამდე ადამიანია. მშვიდობიან დროს, სახალხო შეიარაღებული მილიცია, როგორც წესი, იცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან ობიექტს, ასრულებს დავალებებს ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე დახმარებას უწევს ეკონომიკურ მშენებლობაში. ომის დროს სახალხო მილიციას მოუწოდებენ დაეხმარონ არმიას   ერთობლივ თავდაცვით და საბრძოლო მოქმედებებში.

14.    „ცისფერი გუნდი“ Blue Team (U.S. politics) ლურჯი გუნდი არაფორმალური ტერმინია შეერთებული შტატების პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების ჯგუფისთვის, რომლებიც თავისუფლად გაერთიანებულია მათი რწმენით, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფრთხეა შეერთებული შტატებისთვის. ზოგიერთ საკითხში მოკავშირე იყო შრომის დემოკრატებთან, მაგრამ უმეტესობა, ვისაც ეს ტერმინი აქვს გამოყენებული, კონსერვატიული ან ნეოკონსერვატორია. თუმცა, ბუშის ადმინისტრაციაში მაღალი თანამდებობის რამდენიმე თანამდებობა დაიკავა, ნაცვლად ამისა, ისინი მუშაობდნენ პენტაგონში, აშშ – ს სადაზვერვო საზოგადოებაში, კერძო სამეცნიერო ცენტრებში და მედიასაშუალებებში.

15.    წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არის ნატოს რჩევების და პრაქტიკული დახმარების პროგრამა, რომელიც მორგებულია ალიანსში გაწევრიანების მსურველთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე. MAP–ში მონაწილეობა არ განაპირობებს ალიანსის რაიმე გადაწყვეტილებას სამომავლო წევრობის შესახებ. ამჟამად MAP-ის მონაწილეა ბოსნია და ჰერცეგოვინა. ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ MAP– ში, წარადგენენ ინდივიდუალურ ყოველწლიურ პროგრამებს (NAP) მათი მომავალი წევრობისთვის მომზადების შესახებ. NAP მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, რესურსების, უსაფრთხოების და იურიდიულ ასპექტებს. MAP–ის პროცესში გათვალისწინებულია ასპირანტი ქვეყნების პროგრესის შესახებ ორიენტირებული და გულწრფელი უკუკავშირის მექანიზმი. ეს მოიცავს როგორც პოლიტიკურ და ტექნიკურ რჩევებს, ასევე ყოველწლიურ შეხვედრებს ნატოს ყველა წევრსა და ცალკეულ ასპირანტებს შორის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე პროგრესის შესაფასებლად, ყოველწლიური პროგრესის ანგარიშის საფუძველზე https://www.nato.int/cps/en/natolive/topics_37356.htm

 

16.     „C5 + 1” ფორმატი - საერთაშორისო დიალოგის პლატფორმა აშშ და ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს: ყაზახეთის,             უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის მონაწილეობით. ამ პლატფორმით ამერიკა ცდილობს ცენტრალურ ქაზიაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შეზღუდვას; ასევეპროამერიკული ალტრენატიული პროექტების შექმნას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა