სალომე ზურაბიშვილი - ყველას ეხება რეჟიმის პოლიტიკა, ყველას ავიწროებს და ყველას შესაძლებლობების გზას უკეტავს
ელინა ვალტონენი ეუთო-ს მინისტერიალზე - საქართველოში ჩემი ვიზიტი დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან როლს შეეხო
ჯეიმს მაკკლირი - საქართველოდან ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია - ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას
Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence

გაეროს ექსპერტები - სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს

14.12.2024 ნახვები: 589

სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით შაბათს, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და ყველა ღონე იხმაროს ეროვნული შერიგების მისაღწევად, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას უნდა დაეფუძნოს, - ამის შესახებ გაეროს ექსპერტების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს უფლებადამცველების მდგომარეობაზე საგანგებო მომხსენებელი მარი ლოულორი, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებაზე საგანგებო მომხსენებელი ჯინა რომერო და აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საგანგებო მომხსენებელი ირენ ხანი აწერენ.

განცხადების თანახმად, გაეროს ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ადამიანის უფლებების ფართო დარღვევით.

„გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები საქართველოში, რადგან მათივე შეფასებით, „მთავრობა ცდილობს ქვეყანაში სპონტანური სახალხო პროტესტის ჩახშობას“.

„ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების ყოველდღიურ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, მთავრობისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას მომიტინგეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების სტიგმატიზაციისა და დაშინების მიზნით“, - ნათქვამია გაერო-ს ექსპერტების განცხადებაში.

მათივე შეფასებით, საპროტესტო აქციებს, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრის მერე იმართება, „სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი პასუხი მოჰყვა“.

ამასთან, ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები სრულიად დაუსჯელია.

„ფართო საპროტესტო აქციები იმართება საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველო შეაჩერებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამას სახელმწიფოს მხრიდან სასტიკი პასუხი მოჰყვა. ყოველდღიურად ვრცელდებოდა სურათები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ნიღბიანი პოლიციელების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმების შესახებ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ბოროტად გამოყენებით. საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანი იყო, მიუხედავად დემონსტრანტების მხრიდან გარკვეული ტიპის ძალადობის ცალკეულ შემთხვევების გამოყენების შესახებ ანგარიშებისა, რომელიც ძირითადად პოლიციის მიერ ძალის გამოყენების საპასუხოდ ხდებოდა.

2024 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში მონაწილე 357 პირი დააკავეს. საქართველოს სახალხო დამცველმა 327 დაკავებული პირი მოინახულა, 225-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, ხოლო 157-მა კი დაზიანებებზე მიუთითა. აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სასამართლოებში ასამართლებენ. თუმცა, სახელმწიფო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმები სრულიად დაუსჯელია.

„ჩვენ ზრდადი შეშფოთებით ვაკვირდებოდით, როდესაც საქართველოს მთავრობამ შეზღუდა სივრცე გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების, შეკრების და ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის ქვეყანაში, განსაკუთრებით 2023 წლის თებერვლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ პირველად წარადგინა კანონპროექტი „უცხო ქვეყნის აგენტების“ შესახებ“, - განაცხადეს ექსპერტებმა.

ექსპერტების შეფასებით, „უახლესი დარბევის შედეგად, მთავრობა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო მიუახლოვდა განსხვავებული აზრის სრულმასშტაბიან ჩახშობას, რაც შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი“ საპროტესტო აქციების შეზღუდვების გაზრდის მიზნით შეიცვლება“.

„სერიოზულად შეშფოთებულები ვართ, რომ რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს, განსაკუთრებით შაბათს, 14 დეკემბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და ყველა ღონე იხმაროს ეროვნული შერიგების მისაღწევად, რაც ადამიანის უფლებების დაცვასა და პატივისცემას უნდა დაეფუძნოს“, - აცხადებენ ექსპერტები.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური მომხსენებლები მუდმივ კონტაქტზე არიან საქართველოს ხელისუფლებასთან.

„მათ ხელისუფლებას შეახსენეს წინა კომუნიკაცია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების შესახებ, მათ შორის გაუზიარეს გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2024 წლის მარტის ანგარიში ადამიანის უფლებადამცველთა შესახებ. სპეციალური მომხსენებლები გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა