ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა

ნახვები: 671 თინა ბოკუჩავა - ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება იმ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაზე, რომელიც წამების ტოლფასად აქვთ შეფასებული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე მათ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების საკითხი დააყენეს.

„ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას, ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ვფიქრობ, რომ ამას თავად ალენ ბერსეც ღიად იტყვის მედიასთან. ალენ ბერსესა და ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის მანდატია ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, რაც ფაქტია, რომ უკიდურესად დამძიმებულია საქართველოში ივანიშვილის რეპრესიების, ძალადობის, ტერორისა და წამების ტოლფასი არაადამიანური მოპყრობის გამო, რაც რეჟიმმა გამოიჩინა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ასობით დაკავებულის მიმართ. მათი უდიდესი ნაწილი უმძიმესადა ნაცემი, განსაკუთრებით მძიმე დაზიანებებით სახის არეში. ეს არის მათი ინტერესის მთავარი საგანი. ბუნებრივია ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც ამ დელეგაციასთან ვაყენებთ არის უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთა უდიდესი ნაწილი არის ნაცემი და ნაწამები ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ. იმედი მაქვს, ბერსეს მხრიდან იქნება საჯარო განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნით არს ჩამოსული ეს დელეგაცია საქართველოში. ეს არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება იმ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაზე, რომელიც წამების ტოლფასად აქვთ შეფასებული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა