ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

სანქცირებულების კომპენსაცია ხალხის ფულით - კობახიძის მორიგი გამონათება

ნახვები: 578 სანქცირებულების კომპენსაცია ხალხის ფულით - კობახიძის მორიგი გამონათება

ე.წ. მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეზე, რომელსაც დაწესებული სანქციების გამო ფინანსური ზიანი მიადგება, სახელმწიფო კომპენსაციას გასცემს.

ამის შესახებ ე.წ. პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპენსაციები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მოხელეს ამ სანქციებიდან წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს არის პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომელსაც ახორციელებენ შს სამინისტროს წარმომადგენლები. ეს არის ღირსებასა და ჰუმანურობაზე პასუხი. კომპენსაციები გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნებისმიერ ასეთ პირთან მიმართებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა