ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection
შსს: ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
წლის ბოლომდე დასახური სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის 2026 წლის ბიუჯეტში 1,65 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისში ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დააკავეს

სალომე ზურაბიშვილი - ევროპულმა საბჭომ ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ნახვები: 697 სალომე ზურაბიშვილი - ევროპულმა საბჭომ ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები და გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე, რაც ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილია - ასევე, სანქციებზე გადაწყვეტილებაა აშშ-ის მხრიდან და ქართველი ხალისთვის ამაზე დიდი მხარდაჭერა არ არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერების მიმართ მათი გზავნილები მკაფიოა.

„ევროპულ საბჭოს გუშინ და დღეს ჰქონდა შეხვედრები. დღეს გადაწყდა სავიზო შეზღუდვების შემოტანა ქართველ დიპლომატებზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, სადაც ამბობს, რომ ქართველი ხალხი აპროტესტებს მთავრობის არჩევანს, რომ გააჩეროს საქართველოს ევროპული გზა. მშვიდობიან პროტესტს ხელისუფლებამ დაუპირისპირა პოლიციური ძალადობა. „დღეს ვაწესებთ ვიზა შეზღუდვებს ქართველი დიპლომატებისთვის. ჩვენი გზავნილი საქართველოს ლიდერების მიმართ მკაფიოა- თქვენს ხალხს ნუღარ აშავებთ“ - ეს არის ძალიან მკაცრი და ნათელი გზავნილი ურსულა ფონ დერ ლაიენის მხრიდან. ასევე ძალიან მკაფიო გზავნილებია სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან. ვიცით, ასევე გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების შესახებ, რაც ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ არსებობს ამაზე დიდი მხარდაჭერა ხალხის და მოსახლეობის, რომელიც თავის სათქმელს მშვიდობიანად ამბობს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა