ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ევროკომისარი - ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე

ნახვები: 671 ევროკომისარი - ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე

ევროკომისიის წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან ძალადობრივ რეპრესიაზე, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის ძალადობრივ რეპრესიაზე.

ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მმართველებიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების გზებს შეისწავლის.

ევროკავშირი ქართველ ხალხთან და ევროპული მომავლის მათ არჩევანთან დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება,” - წერს კოსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა