გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

დღესაც "ოცნების" პარტოფისიდან იღებენ დავალებებს - გოჩა მირცხულავა

ნახვები: 927 დღესაც "ოცნების" პარტოფისიდან იღებენ დავალებებს - გოჩა მირცხულავა
უბრალოდ უნდა ვიცოდეთ - ოპოზიციის უმეტესობა მკვდარია, ხოლო ოპოზიციური მედიის ცალკეული წარმომადგენლები "ოცნების" ოფისებიდან იღებს დღესაც დავალებებს, - წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, მის მიერ გამოქვეყნებულ ფეისბუქ სტატუსში.
 
"კიდევ ოპოზიციაზე. დღეს რეალობა არის ასეთი:
- გაუგებარია რატომ მიიჩნევთ, რომ ოპოზიცია არის ოთხი ბარიერ გადალახული მხოლოდ?;
- რატომ მიიჩნევთ რომ ბარიერ გადალახულებში ყველა ოპოზიციაა?
- რატომ მიიჩნევთ რომ ბარიერ გადაულახავებშია ყველა
ოპოზიცია?
დღეს რა ხდება? მანახეთ ოპოზიციის მიერ შექმნილი დღის წესრიგი და წამოწეული თემა.
ის სიმახინჯე, რაც ოპოზიციისგან შექმნა ქართულმა ოპომედიამ, როდესაც პოლიტიკოსები უხეირო და არაკვალიფიციურ ექსპერტებად აქცია, დღემდე გრძელდება.
ვის მოსწონს და ვის არა, სულაც არ არის საინტერესო, მაგრამ პოლიტიკაზე კვალიფიციურად თუ დღეს ვინმე მსჯელობს და აქვს ხედვა - მისაღები თუ მიუღებელი არც ამას აქვს მნიშვნელობა და ამ მსჯელობისა და ხედვის ფარგლებში აწარმოებს ინტერაქციას ხალხთან, არიან ფედერალისტები.
ჩემი მხრიდან არ ვაპირებ ვინმეს ვაპატიო 26 ოქტომბერი - "ჩვენ ავიღეთ ყველაზე მეტი ხმა", "ახალა (!) მოვიფიქროთ რას გავაკეთებთ"...
ვერც ცრუ მოლოდინებს ვაპატიებ ვერავის, ვერც - 28 ნოემბრიდან დღემდე პოლიტიკური ველის პრიხვატიზაციას და ამ ველზე სრულ ინფანტილიზმს - კამერების მიღმა.
უფრო ვრცლად ოპოზიციურ მავნებლობაზე არაფერს დავწერ, ახლა ამის დრო არ არის. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ - ამათი უმეტესობა მკვდარია.. ჰო და, როგორც მავზოლეუმთან მიჰყავდათ სტუმრები, ისე შეგვიძლია ამათი პოლიტიკური ცხედარი გამოვიყენოთ, თუ რამეში გამოგვადგება.
ახლა ოპომედიაზე: აქ ორი პლასტია - ერთი ნიუსრუმი - რეპორტიორები, ოპერატორები და ა.შ. მეორე საავტორო გადაცემები. აი ასე - პირდაპირ ვიტყვი, რომ საავტორო გადაცემების ავტორებისა და პროდიუსერების უმეტესობა არის უცოდინარი, გაუნათლებელი, უწიგნური, უინტელექტო, თავდაჯერებული და ზოგიც სასარგებლო იდიოტი. რაც ოპომედიამ - ავტორ-ფეისებმა სარგებელი გაუკეთა რეჟიმს და პირადად ივანიშვილს, ეგეთი "სიკეთე" ამათთვის არავის გაუკეთებია. აი, დღესაც რომ "ოცნების" პარტოფისიდან იღებენ დავალებებსა და რეკომენდაციებს ეგ ტიპები მომიკითხეთ.
ახლა მოვრჩი, აუცილებლად შევხვდებით ამ თემაზე და თან ფაქტებით", - წერს გოჩა მირცხულავა.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა