არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
Russian missile and drone attack on Kyiv kills five, injures at least 34

ადვოკატი: პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის 16 იანვრის პროცესის 12 მარტისთვის გადადებას ითხოვს - მიზანიაარ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა

06.01.2025 ნახვები: 653

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა დაკავებული მსახიობის საქმეზე პროცესის გადადებას ითხოვს.

ადვოკატის შეფასებით, მოთხოვნის მიზანია, "უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა“.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ადვოკატების ჯგუფის სახელით გაწვდით ინფორმაციას ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურა ითხოვს 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის.

მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.

შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას! ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა.

საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი.

საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და ეს გადაწყვეტილებაც უკანონოა.

დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ, როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.

გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა.

ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს, რომ საქმე მოცულობითია (დიდია) და სურს მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება.

ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული (გამოძიების დაწყებიდან კი უფრო მეტი), გამოძიების ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის.

დაცვის მხარის პოზიციას შუამდგომლობის შესახებ ხვალ წარვადგენთ.

ფოტოზე კი ხედავთ პროკურატურის მხრიდან დანახულ “ნაყოფიერი თვის” შეფასებას. (აბზაცი შუამდგომლობიდან)“, - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა