War update: 133 engagements on front line over past day, Defense Forces halt 29 assaults in Pokrovsk sector
Air defense forces shoot down 156 of 183 Russian drones
Russia loses 770 soldiers in war against Ukraine over past day
Russian nighttime drone attack on Kyiv leaves two injured
Canadian combat medics show how they train Ukrainian defenders
Kremlin plans to establish total control over IT sector – intelligence
Zelensky: I hope peace can be achieved in less than year
Border guards destroy two Russian robotic systems with drones in Southern sector

ჯო უილსონი - ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის

09.01.2025 ნახვები: 622

ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან"და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, მაგრამ ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ამის შესახებ აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა, შესაბამისად, ამერიკამ არ უნდა დაუშვას მისი „"ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში მოხვედრა“.

“მინდა, ნათელი გავხადო, მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპი მხარს მიჭერს, ვიცი, რომ მხარს მიჭერს. ის ძალიან ბევრს ცდილობდა თავიდან აერიდებინა უკრაინაში შეჭრა. მან Javelin-ის რაკეტები გაუგზავნა უკრაინას, რათა ომის დამნაშავე პუტინის შეჭრა შეეჩერებინა. მან ამერიკელი სამხედროები განალაგა პოლონეთში, რათა ომის დამნაშავე პუტინი შეეკავებინა უკრაინაში შეჭრისგან, და მან დაბლოკა და შეაჩერა ომის დამნაშავე პუტინის დაფინანსება Nord Stream 2-ის დაბლოკვით.

ასე რომ, კვლავ და კვლავ, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ძალიან ცხადია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის. მაგრამ, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ტრამპს მაქსიმალური ზეწოლის სჯერა, და განსაკუთრებით ირანულ რეჟიმთან მიმართებაში მას არ დაავიწყდება ის გეგმები, რომლებიც მის მოკვლაზე ჰქონდათ. იქნება მაქსიმალური ზეწოლა ირანულ რეჟიმზე, დამატებით, საბოლოო ჯამში, მათ მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი.

ძალიან მიხარია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, რომლებიც გასულ კვირას გამოცხადდა, ის ორპარტიულია, ქართველი ხალხის სასარგებლოდ მუშაობენ. მჯერა, რომ ეფექტიანი სანქციები გაიზრდება მომავალ ტრამპის ადმინისტრაციაში, განსაკუთრებით მარკო რუბიოს [მომავალი სახელმწიფო მდივანი] გათვალისწინებით. მისი ოჯახი წარუმატებელ საბჭოთა იმპერიის ნაწილს, კუბის დიქტატურას გაექცა.

ამერიკის ინტერესია საქართველოს მხარდაჭერა. ქართველი ხალხი თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომლებიც იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რაც ამერიკელი ხალხი. მეტიც, საქართველო, როგორც შავი ზღვის ქვეყანა, სტრატეგიულად არის განლაგებული და ჩვენ არ უნდა დავუშვათ მისი "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ან თეირანის რეჟიმის ორბიტაში მოხვედრა”, - განაცხადა უილსონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა