შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

ბადრი ჯაფარიძე - აშშ-ის კონგრესი განწყობილია, მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ქართველ ხალხს სჭირდება

14.01.2025 ნახვები: 656

აშშ-ის კონგრესი განწყობილია, რომ მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება დღეს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო დაჩქარდება ნაბიჯები, ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით და გაიზრდება ყველა ის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

„ჩვენი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ემსახურება იმას, რომ გაგრძელდეს და გაფართოვდეს ჩვენი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერა - საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსეთის იმპერიას და დაიბრუნოს ევროპული და დასავლური მომავალო, აღდგეს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყანასთან როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება. უნდა გვესმოდეს, კონგრესი განწყობილია ისე, რომ მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება დღეს ქართველ ხალხს. უნდა ითქვას, ახალ ადმინისტრაციაში, ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელიც 20 იანვრიდან იწყებს ფუნქციონირებას არიან გამორჩეული პოლიტიკოსები, ეს არის მარკო რუბიო, ბატონი მაიკლ უოლტსი, რომლებიც არიან გამორჩეულები სწორედ ავტორიტარული რეჟიმებისადმი შეურიგებლობით. ამიტომ, მე ველოდები რა თქმა უნდა იმას, რომ ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით და ყველა ის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ის ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში აუცილებლად იქნება შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი და მე ვაპირებ სწორედ ეს თემები წამოვჭრათ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა