ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას

ნახვები: 663 სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას X-ზეც ულოცავს და აღნიშნავს, რომ მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა მისთვის პატივი იყო.

"ვულოცავ დონალდ ტრამპს პრეზიდენტობის ახალი ვადის დაწყებას. პატივი იყო მის ინაუგურაციაზე დასწრება და ქართველი ხალხის წარდგენა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა დაიბრუნოს", - წერს ზურაბიშვილი.

ამასთან, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

"მარკო რუბიო, გილოცავთ თანამდებობაზე დამტკიცებას. საქართველოს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და დემოკრატიის სასარგებლოდ თქვენი ჩართულობის იმედი აქვს. რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს რეგიონში წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს", - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

***

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. ის აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. 

დონალდ ტრამპმა ფიცი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსის წინაშე დადო.

"მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში დავიცვა და აღვასრულო აშშ-ის კონსტიტუცია", - თქვა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების დროს.

ფიცის დადების ცერემონია უამინდობის გამო კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართა. კაპიტოლიუმის შენობაში ფიცის დადების ცერემონია ბოლოს 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის დროს ჩატარდა.

კაპიტოლიუმის შენობაში დონალდ ტრამპის ინაუგურაციას 2 600-მდე ადამიანი დაესწრო.

დონალდ ტრამპამდე ფიცი ასევე დადო ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა. ის აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი იქნება. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა