შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალებისთვის 

29.01.2025 ნახვები: 648

 

თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი განხორციელდა ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“  ფარგლებში.

პროექტი მიზნად ისახავდა ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, კარიერული განვითარებისთვის, გადადგან პირველი ნაბიჯები კიბერუსაფრთხოების სფეროში. 

„მოხარული ვართ, რომ ბრიტანეთის საელჩოს "ქალების კიბერუსაფრთხოებაში" ინიციატივასთან ერთად გავაკეთეთ  პროექტი", რომელმაც ხელი შეუწყო კიბერსაფრთხოებით დაინტერესებულ ადამიანებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა ამ სფეროში. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება ტექნოლოგიებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კომპეტენციის გაღრმავება“ - თათა ანჯაფარიძე, IT აკადემიის ლიდი. 

სპეციალურად TBCxWIC პროექტის მონაწილეთათვის თიბისი IT აკადემიაში შეიქმნა „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების” პრაქტიკული კურსი. კურსი სრულად ბუთქემფურ ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც 15 მონაწილემ, 6 დღის განმავლობაში, სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.   

„მე ვარ მარიამი, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე და ვმუშაობ Senior IT სპეციალისტის პოზიციაზე. პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მაინტერესებდა კიბერუსაფრთხოების სფერო, თუმცა ზუსტად არ ვიყავი დარწმუნებული, იყო თუ არა ეს ის მიმართულება, სადაც მინდოდა საკუთარი კარიერის გაგრძელება. „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების” კურსმა მომცა შესაძლებლობა, უკეთ გამეგო ამ სფეროს სპეციფიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები. კურსის მიმდინარეობისას მივხვდი, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც ნამდვილად მსურს განვითარება. ახლა უკვე მკაფიოდ ვიცი, რომ მაგისტრატურისთვის ისეთ უნივერსიტეტს ავირჩევ, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მომცემს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში“ - მარიამ ბაკარანძე, პროექტი TBCxWIC-ის კურსდამთავრებული. 

კურსი მოიცავდა როგორც კიბერუსაფრთხოების საბაზისო სწავლებას, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოებაზე, ასევე - SOC უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის შესახებ ფუნდამენტური ცოდნის მიღებას, მისი არქიტექტურის, ოპერაციების, როლების და ძირითად ინციდენტებზე რეაგირების გზებზე. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა