ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

გიორგი გახარია - როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა

ნახვები: 674 გიორგი გახარია - როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა

რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა - ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში ხელისუფლების, ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენმა 44 წლის თანამოქალაქემ, აფხაზეთიდან

დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, დღეს ის გარდაიცვალა…

ეს არ არის ცალკე აღებული ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ან მხოლოდ ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების ტრაგედია - ეს ქვეყნის, თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში ხელისუფლების, რომელმაც მისი სასოწარკვეთილი მოქალაქის ხმა ვერ გაიგონა…

როცა ქვეყანა იმართება კორუფციით, არ არსებობს სამართლიანობა, სახელმწიფოს გულგრილობას და პასუხისმგებლობაზე უარის თქმას, ფატალურ შედეგებამდე მივყავართ.

ვუსამძიმრებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახსა და ახლობლებს“, - წერს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, გუშინ, კაცი, რომელმაც დევნილთა სააგენტოს ეზოში რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა, გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ზამირ კვეკვესკირი ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა