ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ბადრი ჯაფარიძე - ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა

ნახვები: 587 ბადრი ჯაფარიძე - ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა

საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ, ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება - ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქონა და დიქტატურა შეუსაბამოა ერთმანეთთან.

„საუბარი იყო შექმნილ ვითარებაზე, რომ ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიქტატურა; რომ კანონის უზენაესობა მხოლოდ ფეხქვეშ კი არ არის გათელილი, არამედ ხდება ტიპური დიქტატორული სტრუქტურების ჩამოყალიბება. ამასთან იმაზე, რომ არის საპოლიციო დიქტატურა. ყველასთვის ცნობილია, რომ 60-ს გადასცდა პოლიტიკური პატიმრების რიცხვი.

ჩვენს მეგობარი ქვეყნების დიპლომატებთან ამაზე იყო საუბარი. ისინი, მათი დედაქალაქები ინფორმირებულები არიან. რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან უნდა ველოდოთ შესაბამის ნაბიჯებს იმიტომ, რომ კანდიდატი ქვეყანა და დიქტატურა - ეს არის შეუთავსებელი რამ. შეუძლებელია, ერთდროულად იყო კანდიდატი და მეორე მხრივ, იყო დიქტატორი ქვეყანაში.

კონკრეტულ ნაბიჯებზე მე ვერ ვისაუბრებ. ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია. დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში”.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა ქვეყანაში. ახლა არის ერთპარტიული, ე.წ პარლამენტი, რომელიც ერთმანეთს ტაშს უკრავს. პოლიტიკური პროცესი მოკლა ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, რაღაც კანონებსაც იღებენ 24 საათში. ეს გამიზნულია პროტესტის შესაჩერებლად. რა თქმა უნდა, ეს მშვიდობიან პროტესტს, წინააღმდეგობას ვერ შეაჩერებს. ადამიანები ქუჩაში გამოსულები არიან იმისთვის, რომ გადაარჩინონ ამ ქვეყნისა და თავისი ოჯახების მომავალი. ასეთი დრაკონული ნაბიჯები, ბრუტალური ანგარიშსწორება ადამიანებზე, მათი დაპატიმრება, ცხადია, პირიქით იწვევს პროტესტის გაძლიერებას. ეს ყველას უნდა ესმოდეს და უპირველესად, ივანიშვილს“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა