CNN - ირანში Starlink-ის ინტერნეტ სერვისზე წვდომა უფასო გახდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების პაკეტის საკითხი განიხილა
რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს - დახმარება გზაშია, განაგრძეთ ბრძოლა
Spox Demchenko: Russia carried out about 150,000 shellings of SBGS positions over year
Russia transfers children abducted in 2022 from Kherson orphanage to foster families in Crimea
War update: 130 clashes on front line, most intense fighting in Pokrovsk sector
Witkoff secretly meets with Iran's exiled crown prince – Axios
Security guarantees: Zelensky calls work with Trump and his team productive

მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ის მზადაა, მშვიდობისთვის იმუშაოს და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც კონტრშეტყობინებებს აგზავნის

21.02.2025 ნახვები: 443

ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან განაწყენებულია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე და, გარკვეულწილად, სამართლიანად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, მეც, პირადად, ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან - ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ საკითხი მინერალებზე უფლებების შესახებ და ავუხსენით მათ, ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში - არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების მიერ გაცემული თანხის - დაახლოებით, 200 მილიარდი დოლარის - ნაწილს და ასევე - ახლა ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მან თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამ გარიგების გაკეთება. ორი დღის შემდეგ წავიკითხე, რომ ზელენსკი ამბობს: „მე უარი ვთქვი გარიგებაზე, მე მათ ვუთხარი, ამას არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებთ“. ეს იმ შეხვედრაზე არ მომხდარა“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინამ აშშ-ის მიმართ გარკვეული მადლიერება უნდა გამოხატოს.

„ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამაზე, და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია.

„ჩვენ ვზრუნავთ უკრაინაზე, რადგან მას აქვს გავლენა ჩვენს მოკავშირეებზე და, საბოლოოდ, მსოფლიოზე. იქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით. როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპს სურს მშვიდობა, რადგან ის უკრაინაზე ზრუნავს.

„ის მზადაა, მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს, რადგან ზრუნავს უკრაინაზე და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც ერთგვარ კონტრშეტყობინებებს აგზავნის. ეს უაღრესად, კონტრპროდუქტიულია“, - აღნიშნა რუბიომ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა