ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine
Russia uses missiles containing European and US-made components manufactured weeks before strikes — Ihnat

კირ სტარმერი - სამი წელია უკრაინელები პუტინის გამოწვეულ კოშმარში იღვიძებენ

ნახვები: 489 კირ სტარმერი - სამი წელია უკრაინელები პუტინის გამოწვეულ კოშმარში იღვიძებენ

თქვენ რომ გეთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს კვლავ დავინახავდით ევროპულ ქალაქებში რუსულ ტანკებს, ვერასდროს დავიჯერებდი. თუმცა ეს არის ზუსტად ის, რაც ვნახეთ სამი წლის წინ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გამოცემა The Sun-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

მისი თქმით, უკრაინაში არის „სცენები, რომლებიც თითქოს პირდაპირ გადმოხტა ისტორიის წიგნებიდან და სურათები, რომლებსაც, გვეგონა, ევროპაში აღარასოდეს ვნახავდით“.

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას უნდა გრძნობდნენ რიგითი უკრაინელები. შესაძლოა კიევში კაფეში ზიხარ და საუზმობ, ბავშვი ხარკოვში სკოლაში მიგყავს, სამსახურში მიდიხარ. თებერვლის ჩვეულებრივი, ცივი დილაა და მოულოდნელად : რაკეტები. სირენები. აფეთქებები, შორს კი არა, ტელევიზორში კი არა - თქვენსავე ქალაქში. მეგობრების დახოცვა, დამპყრობელი ჯარი, თქვენს ქვეყანაში. ეს არის კოშმარი, რომელშიც უკრაინელები ბოლო სამი წლის განმავლობაში ყოველდღე იღვიძებენ. კოშმარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთმა ადამიანმა გამოიწვია - ვლადიმერ პუტინმა“, - წერს სტარმერი.

ის საუბრობს განადგურებულ უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებზე, მათ შორის ბუჩაზე.

„ყველაფერი, რაც მინახავს, ​​მხოლოდ მაიძულებს უფრო მტკიცედ ვიყო უკრაინის გვერდით, რადგან ის იბრძვის მისი მომავლისთვის. ვიცი, რომ ბრიტანელებიც იმავეს გრძნობენ“, - წერს სტარმერი.

მისი თქმით, ბრიტანეთში არავის სურს სისხლისღვრა გაგრძელდეს, მაგრამ კარგი მშვიდობა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი.

„სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც ხელს არ შეუშლის პუტინს თავდასხმის კვლავ განხორციელებაში, კატასტროფა იქნება ყველასთვის“, - წერს სტარმერი.

მისი თქმით, უკრაინამ მისი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს და რომ ქვეყანას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება.

„უკრაინას უნდა ჰქონდეს ხმა მისი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებში. მას სჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა მშვიდობა გაგრძელდეს. მიმაჩნია, რომ ამერიკა ამ გარანტიის ნაწილი უნდა იყოს. ეს მათ ინტერესებშია“- აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი.

ამასთან, მისი თქმით, მზადაა, ბრიტანელი ჯარები ჩაერთონ უკრაინაში ნებისმიერ ევროპულ ძალებში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

„ეს არ არის ის, რასაც მსუბუქად ვამბობ. ბრიტანელი ჯარისკაცების სახიფათო ადგილებში განლაგებაზე პასუხისმგებლობა უმძიმესი ამოცანაა, რომელიც ნებისმიერ პრემიერ-მინისტრს ეკისრება“, - წერს სტარმერი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა