ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა - უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია

ნახვები: 505 ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა - უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია

უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

“სამი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი და უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის სასტიკი ომი განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა მამაცობა საკუთარი ქვეყნისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დასაცავად. ამ ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ყველა სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. მივესალმებით ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიმართულებით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია.

„უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. უკრაინელებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ. ჩვენ ეს ვაღიარეთ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დავიწყეთ. უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რეფორმებში ყველაზე რთულ ვითარებაში. ჩვენ უკვე ვახორციელებთ უკრაინის ინტეგრირებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა აცხადებენ, რომ რთულ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ გარემოში უკრაინასთან ტრანსატლანტიკური და გლობალური სოლიდარობია შენარჩუნების მნიშვნელოვანია.

„ხაზს ვუსვამთ უკრაინის მხარდაჭერაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ფოკუსირების უზრუნველყოფის საჭიროებას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის სამშვიდობო ფორმულას დაეფუძნება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვადასტურებთ, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება და სამართლიანობა გაიმარჯვებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა