ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის გამარჯვება ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რასაც ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო

ნახვები: 513 მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის გამარჯვება ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რასაც ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო

ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში დიდი ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომელსაც სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო - მივიღეთ სრული კატასტროფა, ეროვნული განადგურება და ახლა, საქართველო უზარმაზარი კატასტროფის წინაშეა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „სიტუაციის შესაცვლელად ძალიან ცოტა დრო გვრჩება“.

„ამბობენ, მან [სააკაშვილმა] მოიყვანა ივანიშვილიო. ყველა, ვინც ამას ამბობს, საკუთარ თავს სარკეში ჩახედოს. ივანიშვილის გამარჯვება საქართველოში დიდი ჰიბრიდული სპეცოპერაციის შედეგი იყო, რომელსაც სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ერთი ნაწილი წამოეგო. გასაგებია რატომაც წამოეგო, იმიტომ, რომ უნდოდა უკეთესზე უკეთესი. მივიღეთ სრული კატასტროფა, მივიღეთ ეროვნული განადგურება და საქართველო ახლა არის უზარმაზარი კატასტროფის წინაშე. საკმარისია უკრაინაში შეწყდეს სისხლი, სად წავა მერე რუსეთი? მათ სამხედრო მანქანების გაჩერება, უბრალოდ, არ შეუძლიათ. წავა მოლდოვაში? ვერა იმიტომ, რომ უკრაინაა შუაში. წავა ბალტიის ქვეყნებში? ნატო მაინც იცავს ბალტიის ქვეყნებს, ეს გაურკვეველია. წავა ყაზახეთში? არა, იქ ჩინეთია. წავა აზერბაიჯანში? არა, იქ თურქეთის სამხედრო გარანტიებია. ერთადერთი უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა საქართველოა და წავა საქართველოში. მსოფლიოში საქართველოს გავლით წავა. ეს არის მწარე რეალობა, თუ ეს სიტუაცია დროზე არ შეიცვალა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვრჩება სიტუაციის შესაცვლელად. მე აქ ჩამოვედი, ჩემი სიცოცხლე გადავდე იმიტომ, რომ ყველაზე ადრე დავინახე ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხე. დიდი ხანი ვცადე შორიდან ამის გაკეთება და ეს შეუძლებელია. უკვე საკუთარი ტყავით გავრისკე, საკუთარი ტყავი შევაგდე თითქმის, უიმედო თამაშში“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჩართვისას აღნიშნა, ის „ერთი წუთითაც არ ნანობს, რომ ქვეყანა მტერს არ ჩააბარა“.

მისივე თქმით, ახლა „ერთიანობა მნიშვნელოვანია“.

„საქართველო იქნება თავისუფალი, თუნდაც ეს მე სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა