ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

სანდრო ცნობილაძე - ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის სასაცილო ამბავი

ნახვები: 488 სანდრო ცნობილაძე - ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის სასაცილო ამბავი

მოკლედ, დილით დამაწიოკეს. წაღებულია დისკები, ლეპტოპები, ტელეფონი - მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები, - ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მედიასთან მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ ქალის მიმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„დილას რამდენიმე ადამიანი მოვიდა. ერთი რამ ფაქტია, საერთოდ რაიმე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, ახლა მე აქ არ ვიდგებოდი, დამაკავებდნენ. შემოვიდნენ დილას, 11:00 საათი იყო. მეძინა, გაღვიძებულიც არ ვიყავი. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, ასე შემოსვლის ფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები... სასაცილოა, დისკი იყო 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა და მერე არის გაციფრულებული. ეს დისკებია წაღებული. წაღებულია ლეპტოპები. იქ საფეხბურთო ამბებია იმ დისკებზე. მთელი ცხოვრებაა ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და საფეხბურთო კომენტატორი ვარ. შესაბამისად, ესენია წაღებულია. ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. იყო იქ ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფონს წაგართმევ და ა.შ. მოკლედ, დილით დამაწიოკეს.

[ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ჩემთვის სასაცილო ამბავი. მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი, ჩემი დაკვირვებითა და შეხედულებით, არის უბრალოდ ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდი. ყველამ კარგად იცის, ყველა შემთხვევაში, ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, გავაპროტესტებ. სრულიად გასაგებია, რა უშლით ნერვებს“, - განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დაზარალებული ქალის მიმართვისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი მხრივ თავად დაზარალებული მიუთითებდა ცნობილაძეზე, მეორე მხრივ კი META-დან მიღებული ინფორმაცია იმ მისამართს ემთხვევა, „საიდანაც ყალბი „ექაუნთის“ გამოყენებით ინტიმური შინაარსის ფოტო მასალის მოპოვება ხდებოდა“. გამომძიებლის ინფორმაციით, ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და ნივთებია ამოღებული.

„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ ჩხრეკა. ასევე, META-დან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი „ექაუნთის“ გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტო მასალას“,- განაცხადა გამომძიებელმა.

ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვების საქმეს უკავშირდება.

IPN-ს ინფორმაციების მიხედვით

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა