ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice
Sikorski addresses Musk over Starlink restrictions in Ukraine

თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025”

ნახვები: 463 თიბისის ინოვაციური ტექღონისძიება „TechXplore 2025”

 

თიბისი IT აკადემიამ, ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის ფარგლებში, ოთხდღიანი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება – TechXplore 2025 გამართა. 

ღონისძიების მთავარი მიზანი, პროექტის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” მონაწილე სტუდენტებისთვის, მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და ინოვაციური იდეების განვითარება იყო. მონაწილეებმა რეალური გამოწვევების გადასაჭრელად იმუშავეს მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნაზე, რაც საბანკო, საფინანსო და FinTech სფეროებში მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. 

TechXplore 2025-ის მნიშვნელოვანი ფოკუსი ESG მიმართულება იყო. გუნდების ნაწილმა საკუთარი იდეები სწორედ გარემოს დაცვასთან, სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობაში განავითარა. 

ოთხ დღიანი ღონისძიების ბოლო დღეს მონაწილეებმა თავიანთი პროექტები ჟიურისა და აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. გამარჯვებულ გუნდებს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების (Microsoft,  Nvidia და სხვა) 15,000 ლარის ღირებულების აქციები გადაეცათ. აქედან პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს თიბისი ტექის მიმართულებამ გადასცა პრიზები, ხოლო ESG მიმართულებამ ESG-ს რჩეულის ნომინაციაში გამარჯვებული დააჯილდოვა. 

·  I ადგილი – KMsure | ჭკვიანი ავტოდაზღვევა, სრულად ციფრული გადაწყვეტა, სადაც მგზავრობის მონაცემები უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობისთვის ბლოკჩეინზე ინახება  

·  II ადგილი – ScanPay | მომხმარებლებისათვის თანხის გაყოფის  და პარალელურ რეჟიმში, სინქრონულად გადახდის შესაძლებლობა. 

·  ESG მიმართულების რჩეული – Effortless Minds | გუნდმა შექმნა ფინანსური მთვლელი და მწვანე ქულების სისტემა, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება ხარჯების კონტროლში და მდგრადი არჩევანის გაკეთებაში ეკომეგობრული შეძენების წახალისებით. 

·  ტექნიკურად ყველაზე ძლიერი გუნდი AI IA | გუნდმა შექმნა ინკლუზიური ონლაინ ბანკინგის აპლიკაცია.  

TechXplore 2025-ში 150-მდე ახალი თაობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს და აქტიურად იყვნენ ჩართული Agile ქოუჩები,  მენტორები და სფეროს წამყვანი ტექლიდები. 

ღონისძიების პარტნიორი იყო Design Institute, რომელმაც მონაწილეებისთვის დიზაინ აზროვნების (Design Thinking) ვორქშოფი ჩაატარა, რათა მათ უკეთ გაეანალიზებინათ მომხმარებლის საჭიროებები და შეექმნათ ღირებულებაზე ორიენტირებული იდეები. 

მენტორინგ პროცესში ასევე მონაწილეობდნენ კომპანია „Space International”-ის ტექლიდები, რომლებმაც ასევე ერთ-ერთ გამარჯვებულ გუნდს სპეციალური პრიზები გადასცეს. 

TechXplore 2025-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა თიბისის მოწინავე როლი ტექნოლოგიური განათლებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროცესში. 

პროექტი „TBC X USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“, სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ, თიბისი IT აკადემიასთან პარტნიორობით, 2023 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის მთავარი მიზანია ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი საქართველოდან, მიეცეთ შესაძლებლობა შეისწავლონ ან გაიუმჯობესონ ცოდნა ტექნოლოგიური მიმართულებებით. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა