ზელენსკი: ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს მისი დასუსტება სურს – დიზელზე შეთანხმება პუტინისთვის მარტივი გამარჯვებაა
სალომე ზურაბიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად იქცა - პარტიების აკრძალვა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას გააძლიერებს
დავით ოქიტაშვილი თინათინ რუხაძეს მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვაში ადანაშაულებს და პროკურატურას პატრიარქის დაკრძალვის ხარჯების შესწავლისკენ მოუწოდებს
საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წარმოდგენილი არ იქნება - ევროკომისიამ გამომსვლელთა სია გამოაქვეყნა
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day

მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება/გადაცემის წესები კანონით განისაზღვრება - დაუშვებელი იქნება, ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე

ნახვები: 507 მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება/გადაცემის წესები კანონით განისაზღვრება - დაუშვებელი იქნება, ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე

მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება/გადაცემის წესები კანონით განისაზღვრება. ამასთან, ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუშვებელი იქნება.

“ქართული ოცნებისა“ და “ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში იქნება გამართლებული:

ა) როდესაც მოვლენა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი მტკიცებულებები იქნება მოპოვებული და ამასთანავე, ეს აუცილებელია პროგრამის სიზუსტის უზრუნველსაყოფად;

ბ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხებზე სოციოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, როდესაც სხვა გზით შეუძლებელია იმ დამოკიდებულებისა თუ შეხედულების გამოვლენა, რომელიც კვლევის საგანია;

გ) კომედიური და გასართობი პროგრამების მოსამზადებლად, სადაც ფარული ჩაწერა ერთ-ერთი ჩვეული მეთოდია, იგი არ წარმოადგენს პირის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას და არ იწვევს მნიშვნელოვან გაღიზიანებას, დაძაბულობას ან უხერხულობას. გასართობ და კომედიურ პროგრამებში ფარული მეთოდებით მოპოვებული მასალა ჩაწერილი პირის/პირების თანხმობის გარეშე არ უნდა იქნეს გამოყენებული. თანხმობა არ არის საჭირო, თუ შეუძლებელია ასეთ მასალაში აღბეჭდილი პირის/პირების იდენტიფიცირება.

პროექტი თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მაუწყებლის მიერ ფარული ჩაწერა უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით - მათ შორის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.

ფარული მეთოდებით მასალის გადაღება ან ჩაწერად ჩაითვლება ჩამწერი აპარატურის ან ჩართული ვიდეოკამერის გამოყენება ან დატოვება კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მობინადრის ან მისი წარმომადგენლის სრული და ინფორმირებული თანხმობის გარეშე. აღნიშნული მეთოდების რიცხვს შესაძლოა ასევე განეკუთვნებოდეს სატელეფონო საუბრის ჩაწერა რესპონდენტის ინფორმირების გარეშე ან ჩაწერის განგებ გაგრძელება, როდესაც მეორე მხარე ფიქრობს, რომ პროცესი უკვე დასრულებულია.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, ფარული მეთოდებით გადაღებული ან ჩაწერილი მასალის ეთერში გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელია, თუ ამგვარი მოქმედება გამართლებულია.

მაუწყებელს მეორე მხარესთან სატელეფონო საუბრის ჩაწერის უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ სატელეფონო საუბრის ჩაწერამდე რესპონდენტს თავი წარუდგინა, ზარის მიზანი განუმარტა და აუხსნა, რომ ზარი იწერება და შესაძლოა გამოქვეყნდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზარის განხორციელებისას მაუწყებლისთვის არ იყო ცნობილი საუბრის შესაძლო გამოქვეყნების შესახებ, მაუწყებელმა რესპონდენტისგან მასალის გაშვებამდე თანხმობა უნდა მიიღოს, თუ სხვაგვარად მოქმედება გამართლებული არ არის.

კანონის პროექტის თანახმად, დაუშვებელი ხდება ეთერში განთავსების მიზნით ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ხელს შეუშლის ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობას. ეს წესი არ მოქმედებს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა