აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

საია სასამართლოს საჩივრით მიმართავს, მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნოს

25.02.2025 ნახვები: 485

საია სასამართლოს საჩივრით მიმართავს, „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნოს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა“.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თქმით, მას დაკავების დღესვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ, რომლის დასკვნის მიხედვითაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები კი განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება 2025 წლის 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი და უკანონო იყო მზია ამაღლობელის დაკავების პროცესი, რადგან თან ახლდა ფიზიკური ძალადობა. სწორედ აღნიშნულის გამო მიიღო მან დაზიანებები, რაც დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც. სისხლის სამართლის წესით დაკავების შემდგომ კი, პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. პოლიციის შენობაში შეყვანამდე, ეზოში, ირაკლი დგებუაძემ მას არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყებდა გამოძიებას. დგებუაძემ განყოფილებაში რამდენჯერმე სცადა მას ფიზიკურად გასწორებოდა. პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ოთახში ერთ-ერთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და სხვა პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. მზია ამაღლობელი პერიოდულად ითხოვდა ადვოკატებთან დაკავშირებას, თუმცა, მისი მოთხოვნა იგნორირებული იყო. პარალელურად, ადვოკატები დაახლოებით 3 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და მზია ამაღლობელთან შეხვედრას.

მზია ამაღლობელი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოადგენს დაზარალებულს. მას დაკავების დღესვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის მიერ, რომლის დასკვნის მიხედვითაც, მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით.

საქმის მასალების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ არსებობს მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი. ამ მიზნით უკვე არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას, თუმცა, კანონმდებლობით დადგენილი ვადების მიუხედავად, ამ დრომდე დაზარალებულად ცნობაზე წერილობითი უარიც კი არ მიგვიღია. ამ ფაქტზე საჩივრით მივმართეთ გენერალურ პროკურორსაც. ამ დრომდე არც საჩივართან დაკავშირებით მიგვიღია შესაბამისი პასუხი.

ამდენად, 2025 წლის 24 თებერვალს, საიამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა სასამართლომ მიანიჭოს მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი ხსენებულ საქმეში. დაზარალებულის სტატუსი მას მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა