ანა ბუჩუკური - ირაკლი კობახიძე გამობრძანდეს და დაასახელოს, „ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!
სტივენ დაუთი - ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი რეპრესიებით
ლევან ხაბეიშვილი - ელოდებიან რიჟვაძის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს
„პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი სასამართლოში მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავს
გიორგი ვაშაძე ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს
შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
თამარ ნუცუბიძე: ევროკავშირში დარწმუნებული არიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება უნდა თავად "ოცნებას"
War update: Ukraine repels 176 Russian assaults over past day

წამლის ფოტოს აჩვენებდა ხალხს და დახმარებას ითხოვდა, ვერ დავეხმარე ბიჭი მომეხვია, ჩამეხუტა.. -ზუკა ნემსაძის ემოციური პოსტი

05.03.2025 ნახვები: 443

"ჰო... საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის წინ - ქართველი კაცი, მოხუცი კაცი, წევს, სძინავს და გმირებისთვის დანთებული ცეცხლი ათბობს.
P.S. ახლა წავედი, სტატია უნდა დავწერო, კაპიკებს იხდიან მაგრამ მიღირს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჟურნალისტი ზუაკ ნემსაძე წერს. 
 
პოსტს უცვლელად გთავაზობთ. 
 
"მეგობრიდან გამოსული, ერთ-ერთ მეტრო სადგურში (სპეციალურად არ ვწერ) ჩავედი, 12ის ნახევარი იქნებოდა, ბიჭი დადიოდა ტელეფონით და დედის მიერ გამოგზავნილი წამლის ფოტოს აჩვენებდა ხალხს. დახმარებას ითხოვდა. ერთმა ისიც კი უთხრა, ტელეფონი თუ გაქვს, შენ არც გიჭირს - იტყუებიო. ბიჭს თვალებზე მოადგა ცრემლი, 6 თვის წინ უყიდა დედამ ეს ტელეფონი სხვათა შორის, ახლა ლომბარდში აქვს. დედას 3 თვის წინ მძიმე დაავადება დაუდგინდა და ნელ-ნელა ყიდიან ან ალომბარდებენ ძვირფას ნივთებს - ეს იცით, როგორ გავიგე?! მე, მივედი, ბოდიში მოვუხადე, ფული მართლა არ მაქვს მეთქი ვუთხარი, "მობაილ ბანკიც" კი გავუხსენი და ვაჩვენე. ბიჭი მომეხვია, ჩამეხუტა და მადლობა მითხრა. ბოდიში მოვუხადე ისევ და დაბნეულმა არანაირი საკონტაქტო არ გამოვართვი (ნეტა გამომერთმია, სულ უფულოდ ხომ არ ვიქნები ) და წამოვედი. ბიჭი წამლის ფოტოს ჩასჩერებოდა და ცრემლიანი თვალებით შემოვიდა ვაგონში.
ტექნიკურზე ამოვედი, ავტობუსს დიდი დრო ეწერა, შეიძლება არც მოსულიყო, ღამის 12 ხდებოდა წუთებში, ფეხით ჩამოვუყევი კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნისკენ. რა მეტაკა არ ვიცი, მიწისქვეშ გადასასვლელით არ გადავედი, პირდაპირ გმირთა მემორიალისკენ გადავჭერი ქუჩა და რას ვხედავ: კაცი წევს გმირთა მოედანზე, გმირების სახელების ხსოვნის კედელსა და მარადიულ ცეცხლს შორის, წევს - ძინავს და თან თბება, რომ არ გაიყინოს. ვიდეოს დააკვირდით ხელი როგორ უდევს ცეცხლთან ახლოს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის წინ - ქართველი კაცი, მოხუცი კაცი, წევს, სძინავს და გმირებისთვის დანთებული ცეცხლი ათბობს. რა მისტიკაა - ამ ქვეყანაში გარდაცვილი გმირები უფრო ჰუმანურები არიან, ვიდრე ცოცხალი მოქალაქეები. ამ სახელმწიფოში არავინ, (ყველას ვგულისხმობ) ყურადღებას არ აქცევს ადამიანს. ჩვენ არ ვფიქრობთ, არ ვნერვიულობთ, არ განვიცდით სხვის პრობლემებს.
გული გამისკდა, სიამოვნებით ვუყიდდი, წვნიანს სპარში, რომელშიც თბილ წყალს ჩავუსხამდი და მივცემდი მაგრამ აბა, როგორ ვიზამდი?! ბიჭს დედისთვის ვერ დავეხმარე და ახლა ამას როგორ მოვახერხებდი. გავბრაზდი საკუთარ თავზე, როგორ ახერხებ რომ ერთი თეთრი არ გეგდოს ანგარიშზე და დაბოღმილი, გამწარებული, ცრემლის ჩანჩქერით წამოვედი სახლისკენ.
ათასში ერთხელ ხდება ხოლმე ერთობა და ისიც დროებით... წამიერად.. მერე? მერე, ხან პოლიტიკური ნიშნით ვაგინებთ და ვგმობთ, ხანაც რისთვის...
მე არ მსურს ქვეყანა, რომელშიც ადამიანებს შიათ, სცივათ და სწყურიათ. მე არ მსურს ქვეყანა, სადაც ადამიანებს ერთმანეთი სძულთ და ეზიზღებათ! ჩემი ქვეყანა სხვანაირი სახელმწიფო მინდა, რომ იყოს. მოხუცებს და ბავშვებს არ ეძინოთ ღამე ქუჩაში.
ძალიან ვბრაზობ, ახლა ლეპტოპთან ვზივარ და ამას ვწერ, სახლში თბილა და ჩაის ვსვამ - ეს ყველაფერი კი დედაჩემის დამსახურებაა. იმიტომ რომ მაგისტრი ზუკა, პატრონიანებმა დაჩაგრეს არა ერთხელ. მრცხვენია?! ძალიან! მიტყდება? ძალიან! განვიცდი?! ძალიან!
და ბოლოს ვიღაც ჭკუას დამარიგებს: ბიჭო, წადი სპარში იმუშავე ან რესტორანში მიმტანად. არც ერთი არ მიტყდება, პირიქით ორივეს ვიზამ, უბრალოდ ახლა სამაგისტრო ნაშრომზე ვმუშაობ, პარალელურად უნივერსიტეტი მაქვს და სწავლის პარალელურად სამუშაომ ბევრჯერ შემიშალა ხელი, გარდა პროფესიულისა, როცა ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. იმიტომ რომ ის ჩემი პროფესია იყო და დრო არ მეკარგებოდა, ნასწავლი პრაქტიკაში ცოცხლდებოდა.
თუმცა ამ სახელმწიფოში, ყველას თავისი, დიდი შეცდომა აქვს დაშვებული (იმ კაცისნაირ, იმ ბიჭისნაირ - აი, წამლის ფული რომ უნდოდა დედისთვის. აი, ჩემი მეგორბისნაირ გოგონასთან, რომელიც დედის დასაფლავების შემდეგ ერთ წლამდე არჩინეს ნათესავებმა და მერე სხვა გზა აღარ ჰქონდა - ემიგრაციაში წავიდა. რატომ? დედის საფლავის გასაკეთებლად და საკუთარი თავის გადასარჩენად - ჩემნაირ ტიპებთან ერთად მათ შორის. მაგრამ ამ ხალხის ფონზე ჩემზე არაფერია სალაპარაკო.
ჰო... საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალის წინ - ქართველი კაცი, მოხუცი კაცი, წევს, სძინავს და გმირებისთვის დანთებული ცეცხლი ათბობს.
P.S. ახლა წავედი, სტატია უნდა დავწერო, კაპიკებს იხდიან მაგრამ მიღირს.
ზუკა ნემსაძე, 04/03/25", - წერს ჟურნალისტი ზუკა ნემსაძე და ვიდეოს აქვეყნებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა