War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ირაკლი პაპიაშვილი - გიორგი ჩიკვაიძესთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები და განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა

ნახვები: 469 ირაკლი პაპიაშვილი - გიორგი ჩიკვაიძესთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები და განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა

ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც პაპიაშვილი აღნიშნავს, გუშინ ადვოკატის წასვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება და გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები. მათ კი მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.

„გუშინ გიორგი ჩიკვაიძე გლდანის ციხის კლინიკაში მოინახულა ადვოკატმა. ადვოკატის წამოსვლის შემდეგ, მასთან შევიდა ორი პიროვნება, გაეცნენ როგორც ფსიქოლოგები.

მათ მოშიმშილე პატიმარზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მათი საუბრის თემა იყო მისი პოლიტიკური შეხედულებები, რაც არ წარმოადგენს პროფესიონალი ფსიქოლოგების საქმიანობის სფეროს.

ახლა, უკვე ყველაფერი გასაგებია, თუ რატომ არ გადაჰყავთ გიორგი მრავალპროფილურ კლინიკაში.

გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არის მძიმე, დიაგნოზი ამ ეტაპამდე არ გვაქვს და ის აგრძელებს შიმშილობას.

ინფორმაცია მოგვაწოდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, რომელმაც მოინახულა გიორგი.

ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით მის მიერ შედგენილია ოქმი“,-წერს პაპიაშვილი.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მასთან ერთად ბრალდებულია მისი მეგობარი ირაკლი პაპიაშვილიც, თუმცა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 12 მარტს დაიწყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა