ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - არავისთვის არც მიუცია და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი
ადვოკატი - პროცესზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი - დარბაზშივე დააკავეს
ირაკლი ღარიბაშვილს 5 წელი მიესაჯა
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები შეიცვალა
ფრიდრიხ მერცი - უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს
ირაკლი ფავლენიშვილი - ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

საქართველოს ნაკრებმა სომხეთი თბილისშიც დაამარცხა - 6:1

23.03.2025 ნახვები: 390

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში „დინამო არენაზე“ სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა, 6:1 დაამარცხა და კვლავ B დივიზიონში ითამაშებს.

  • გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 10 პასი და 10 გოლი აქვს გატანილი.
  • გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან მეორე მატჩშიც დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე უკვე 20 გოლია. იგი ბომბარდირთა დავაში შოთა არველაძეს (26) კიდევ უფრო მიუახლოვდა.
  • ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა და თემურ ქეცბაიას (17) გადაასწრო.

ერევანში დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა – დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდნენ. ნიკა კვეკვესკირის ნაცვლად ფრანგმა სპეციალისტმა ძირითდ შემადგენლობაში ანრი მექვაბიშვილი დააყენა, ხოლო ირაკლი აზაროვი გიორგი წიტაიშვილმა შეცვალა.

შეხვედრა კი საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა და მისი ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა.

მე-4 წუთი – 1:0. საქართველოს ნაკრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კარში ჩაიჭრა.

მე-14 წუთი – 2:0. გიორგი ქოჩორაშვილის წამოწყებული კომბინაცია გიორგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა.

23-ე წუთი – 3:0. ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში სამ ფეხბურთელს გასცდა, ბურთი მიქაუტაძეს გადააწოდა, მან კი ჩაკვეტაძე მონახა და გიორგიმაც ანგარიში სამამდე გაზარდა.

27-ე წუთი – 4:0. კვლავ ხვიჩას აქტიურობის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა მეოთხე გოლი გაიტანა.

35-ე წუთი – 5:0. ისევე როგორც ერევანში, გიორგი მიქაუტაძემ ამ მატჩშიც დუბლი შეასრულა და მე-20 სანაკრებო გოლი მიითვალა.

48-ე წუთი – 5:1. სომხეთის ნაკრებმა პრესტიჟის გოლი გაიტანა – თავი სევიკიანმა გამოიჩინა.

63-ე წუთი – 6:1. ხვიჩა კვარაცხელიამ სომხეთის კარში მეექვსე გოლი გაიტანა, ეს საქართველოს ნაკრებში მისი მე-18 გოლია. ამ მაჩვენებლით ხვიჩა „ჯვაროსნების“ საუკეთესო ბომბარდირთა შორის მესამე ადგილზეა.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა პლეი ოფი ორი მატჩის ჯამში 9:1 (3:0, 6:1) მოიგო და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც B დივიზიონში გაატარებს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა