War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

მაიკ უოლცი - გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე, ვაპირებთ, ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე

ნახვები: 464 მაიკ უოლცი - გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე, ვაპირებთ, ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების საკითხზე ესაუბრა.

CBS News-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იმ უკრაინელი ბავშვების დაბრუნების სურვილი გამოთქვა, რომლებიც გაიტაცეს მათი რუსიფიკაციის, ოჯახებიდან წაყვანისა და რუსეთში გადაყვანის მიზნით და უოლცს დაუსვა შეკითხვა, რატომ შეუწყვიტა სახელმწიფო დეპარტამენტმა დაფინანსება ერთ-ერთ პროგრამას, იელის უნივერსიტეტის პროგრამას რომელიც ამ ბავშვების პოვნას უწყობდა ხელს. კითხვაზე საპასუხოს უოლცმა განაცხადა :

„სახელმწიფო მდივანი რუბიო აწარმოებს ყველა ამ პროგრამის გადახედვას. კონკრეტულზე ვერ ვისაუბრებ. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ორივე ლიდერს ესაუბრა ტყვეების გაცვლის შესახებ. რუსებმაც და უკრაინელებმაც გაცვალეს ტყვეები, დაახლოებით 200, სატელეფონო ზარების შემდეგ დაუყოვნებლივ. მან ასევე ისაუბრა ამ ბავშვების მომავალზე“, - აღნიშნა უოლცმა.

მისი თქმით, ეს, უპირველეს ყოვლისა, ნდობის აღდგენის ზომებია.

კითხვაზე, ითხოვენ თუ არა ამ ბავშვების გათავისუფლებას, როგორც ნდობის აღდგენის ღონისძიებას, უოლცმა უპასუხა.

„ვსაუბრობთ ნდობის აღდგენის არაერთ ზომაზე. ეს არის ერთ-ერთი მათგანი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა