ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ექრემ იმამოღლუ - ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას

ნახვები: 586 ექრემ იმამოღლუ - ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას

„რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას, - ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ „რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომელიც პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გამოსავლენად ჩაატარა.

„მინდა გაგიზიაროთ ამბავი სილვირის ციხიდან, რომელმაც ძალიან გამახარა. ჩვენი „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. 15 მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. სამთავრობო ტირანიით, დანგრეული ეკონომიკით და უკანონობით დანგრეული ამ ქვეყნის ათობით მილიონი ადამიანი საარჩევნო ყუთებისკენ გაიქცა. მათ ერდოღანს უთხრეს "საკმარისია". ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“, - წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.

პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ პრაიმერიზში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევას ხმა 15 მილიონმა ადამიანმა მისცა. სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზელმა აღნიშნა, რომ ამ ხმებიდან დაახლოებით 1.6 მილიონი პარტიის წევრებს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად სხვა მოქალაქეების ხმებია. ოზელის მტკიცებით, ხმებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 2028 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო ყუთები განათავსა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა