რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა
კათალიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Russian army loses another 1,180 troops in Ukraine in the past day
One enemy Kalibr carrier on combat duty in Black Sea
Border guards destroy three Russian positions in Kharkiv region
Fire breaks out in Zaporizhzhia following drone attack
Government appoints new head of State Agency for Tourism Development
Defense Ministry reveals timeline for withdrawal of troops fighting since 2022 from front

არასამთავრობო ორგანიზაციები - აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობოებისა და მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება

24.03.2025 ნახვები: 270

რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი, - ამის შესახებ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათი შეფასებით, „ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს".

„ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერაღსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია.

ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ, იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს - ისევე, როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა.

ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აშშ-ში 1938 წელს მიღებული „ფარას“ პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას. 50-ზე მეტი ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ, მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ ისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილი და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანების ხმა.

უკვე მესამე წელია, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი, მისი არც ერთი ფორმით, არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი.

შესაბამისად, ხელმომწერი ქართული დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციისა და საკუთარი მისიის ერთგული - ვემსახურებით ქართველ ხალხს",-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 102 ორგანიზაცია აწერს.

ხელმომწერები:

ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ალტერნატივა ჯორჯია

ასოციაცია “სოციალური ქოლგა”

ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის “

ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის

ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი

ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის საქართველოს ასოციაცია

ბათუმელები

განათლების პოლიტიკის, დაგეგმვის და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი

გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია ეკო

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი

გორის სათემო რადიო მოზაიკა

დაქალი

დემოკრატ მესხთა კავშირი

დემოკრატია მოქმედებაში

დემოკრატიის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ცენტრი

დემოკრატიის მცველები

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

თანამშრომლობა რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის

თანასწორობის მოძრაობა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (Human Rights House Tbilisi)

თემი ქედელი

ინტერნიუსი - საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

კანონის უზენაესობის ცენტრი

კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (Kakheti Regional Development Foundation)

კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე

ლომეკი

მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება

მედიაომბუდსმენი

მედიის განვითარების ფონდი

მთის თემი

ნეოგენი

ნეტგაზეთი

ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

პრევენცია პროგრესისთვის

პროაქტივ ჯგუფი საქართველო

პროექტი 64

პროფესიო - პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი

პუბლიკა

რეალური ხალხი, რეალური ხედვა

რიქდოგი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი თაობათა დიალოგი

სამოქალაქო იდეა

სამოქალაქო კავშირი

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი

საორსა

საფარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

საქართველოს ევროპული ორბიტა

საქართველოს მომავლის აკადემია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი (Sakartvelo Regional Empowerment Foundation)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა

საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება

სილიდარობის მოძრაობა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციოლოგიური ცენტრი "BCG-Research"

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

უფლებები საქართველო

ფემინა

ფენიქსი 2009

ქალები საქართველოდან

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

ქალთა ფონდი საქართველოში

ქალი და განვითარება

ქართული მედია ჯგუფი (GMG)

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია "ქალი და სამყარო"

ყვარლის ევროკლუბი

შშმ ქალთა ალიანსი

ჩემი ხარაგაული

ციხის საერთაშორისო რეფორმა

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT

წერტილი

მწვანე ალტერნატივა

ჯემნიუსი

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის

Caucasus Dialogue

CENN

EECMD

Grlzwave

NEO TV

OC Media

Tbilisi Pride

WECF Georgia

West Vector Production

დემოკრატიული ინიციტივა

დოკუმენტური კინო ასოციაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა