War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

გრენლანდიის პრემიერი - რა ესაქმება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს გრენლანდიაში?

ნახვები: 534 გრენლანდიის პრემიერი - რა ესაქმება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს გრენლანდიაში?

აშშ-ის მაღალი დონის დელეგაცია, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს, მიმდინარე კვირას გრენლანდიას ეწვევა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედის თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ამერიკული სამხედრო ბაზის მონახულებას და მარხილში შებმული ძაღლების რბოლაზე დასწრებას გეგმავს.

„ვიზიტის მიზანია გრენლანდიის, მისი კულტურის, ისტორიისა და ხალხის გაცნობა და ძაღლების რბოლაზე დასწრება, რომელსაც შეერთებული შტატები სიამაყით აფინანსებს“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბრაიან ჰიუზმა.

დაგეგმილ ვიზიტს გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი, მუთე ეგედე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს „უაღრესად აგრესიულია".

„რა ესაქმება ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს გრენლანდიაში? ერთადერთი მიზანი ჩვენზე ძალაუფლების დემონსტრირებაა. მისი ყოფნა გრენლანდიაში უდავოდ გააძლიერებს ამერიკის რწმენას ტრამპის მისიის მიმართ და ზეწოლა გაიზრდება“, - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი აშშ-ის მხრიდან გრენლანდიის ანექსიას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებს ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა