War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

მაღაროელები უწყვეტ აქციებს აანონსებენ

ნახვები: 482 მაღაროელები უწყვეტ აქციებს აანონსებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მაღაროელები უწყვეტ აქციას იწყებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ჭიათურაში პროტესტის დაწყების დღიდან, [28 თებერვლიდან] მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა, ამიტომ იძულებულები გახდნენ პროტესტი თბილისში გადმოეტანათ.

მათი თქმით, კანონის ფარგლებში უწყვეტ პროტესტს დაიწყებენ, რომ მთავრობა მათი პრობლემით დაინტერესდეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ 3 თვის სახელფასო დავალიანება დაარიგოს და „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურა დატოვოს. ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ აიღოს მაღაროზე და მის სამუშაოებზე პასუხისმგებლობა.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც მაღაროს 5%-იანი წილი ექნება, რომელსაც შემდგომ ჭიათურის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

„ჩვენი პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო, მიუხედავად ამდენი დღის გასვლისა, არცერთი ოფიციალური განცხადება კომპანიისა თუ მთავრობის მხრიდან არ ყოფილა, ამიტომ თბილისში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, რომ ახლოდან გვეთქვა მთავრობისთვის თუ რა პრობლემებია ჭიათურაში.

ჩვენი მოთხოვნებია, რომ 3 თვის სახელფასო დავალიანება და საკრედიტო პრობლემები მოგვიგვარდეს. ასევე მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა. ასევე შეიქმნას მუშათა კლასის წარმომადგენლობა, რომელიც ჩართული იქნება მაღაროში დაგეგმარებისა და მართვის ნაწილში.

10-15 წელი დასჭირდება ჭიათურაში რესურსის ამოწურვას, ამიტომ ჭიათურაში ალტერნატიული სამუშაოებია შესაქმნელი, ასევე გვინდა შევქმნათ ფონდი, რომელსაც 5%-იანი წილი ექნება, რომლითაც ეს ფონდი ჭიათურელი ახალგაზრდებისთვის უფასო სწავლას უზრუნველყოფს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტარიელ მიქაცაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა