War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

სკანდალი თეთრ სახლში - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩატში“, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა

ნახვები: 486 სკანდალი თეთრ სახლში - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩატში“, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩატში", სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა.

ამის შესახებ სტატიას თავად ჟურნალისტი, გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი აქვეყნებს.

ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ 11 მარტს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის ჩატში, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.

გოლდბერგის ცნობით, ჩატში 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა The New York Post-ს გოლდბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ „ჩატში მიმოწერა ნამდვილია და ახლა იკვლევენ, თუ როგორ დაემატა შემთხვევითი ნომერი ჩატს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა