War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

მეტე ფრედერიქსენი - გრენლანდიასა და დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება

ნახვები: 495 მეტე ფრედერიქსენი - გრენლანდიასა და დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება

აშშ-ის დელეგაციის ვიზიტით გრენლანდიასა და დანიაზე ზეწოლა ხორციელდება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

„ეს ვიზიტი გრენლანდიის საჭიროებებისა და სურვილების შესახებ ნამდვილად არ არის. ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ გრენლანდიასა და დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგობას ერთად გავუწევთ“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, გრენლანდიის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები სერიოზულია.

„მას გრენლანდია სურს. ამიტომ, ამის ცალკე კონტექსტში განხილვა შეუძლებელია. პირად ვიზიტს სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად ვერ განახორციელებ“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში გრენლანდიას აშშ-ის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი იქნებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა