თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

გრიგოლ ვაშაძე - აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვიღაცას, დასავლეთიდან ჩვენთვის ეთქვა, რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაებითო

26.03.2025 ნახვები: 275

აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვიღაცას დასავლეთიდან ჩვენთვის ეთქვა, რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაებითო, - ასე უპასუხა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „იმპერიალისტურ რიტორიკას“ შეეხებოდა.

როგორც კითხვის ფორმულირებისას წულუკიანმა აღნიშნა, საუბარია იმაზე, „იყო თუ არა სიგიჟე, რასაც სააკაშვილი წლების განმავლობაში აკეთებდა და ამის მსხვერპლი ქართული ჯარი აღმოჩნდა“.

„თქვენზე არ ვსაუბრობ კონკრეტულად, ხელისუფლებაზე ვსაუბრობ, როდესაც 2004 წლიდან, მიზანმიმართულად შლი სამშვიდობო ინიციატივებს, როდესაც გაქვს მილიტარისტული რიტორიკა, იცნობ რუსეთს, იცი რა შეიძლება ამას მოჰყვეს, არ გინდა შერიგება შენივე თანამემამულეებთან, რომლებიც დროებით გამყოფი ხაზის იქით დაგრჩა, ეს თქვენი აზრით, უბრალოდ, ბოდიში გამოთქმისთვის, სიგიჟეა? გაუწონასწორებელი ადამიანის სიშლეგეებია? რომელმაც მის გარშემო, 2004-2007 წლებში განსაკუთრებით, ისეთი ხალხი შემოიკრიბა, 2-3 კაცთან ერთად იჯდა და ღამე გადაწყვეტილებებს იღებდა. ამის ბრალია? ანუ სიშლეგეა თუ ეს არის გარედან, საიდანღაც, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან მიღებული დავალებები, რომ შეასრულეთ, მიზანმიმართულად დაშალეთ ქვეყანა და ჩააბარეთ ტერიტორიები რუსეთს? როცა ამბობთ სამშვიდობო ინიციატივებისათვის ძალა არ დაგვიშურიაო, თუ გსურთ, შეგვიძლია, სულ ორი წუთი მოგაცდინოთ და სააკაშვილის მარტო ერთი განცხადება მოგასმენინოთ. თითქოს მისი ბევრი რიტორიკის ფონზე არაფრით გამორჩეული, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განცხადება. თუ არ გინდათ მოსმენა, გეტყვით - ეს არის 2006-2007 წლები, შეიძლება 2008 წლის დასაწყისი, მას სამხედრო ფორმა აცვია და ამბობს, რომ „ყველამ ჩემსავით უნდა ჩაიცვას სამხედრო ფორმა და იბრძოლოს, რომ ჩვენ შვილები იმისთვის გვყავს, რომ იქ იომონ“. შვილი რად მინდა თუ არა სამშობლოს დასაცავად, ყველა ქართველი ასე ზრდის, მაგრამ აქ საუბარი ხომ სხვა რამეზეა. აქ საუბარი იმაზეა, იყო თუ არა სიგიჟე, რასაც ეს ადამიანი აკეთებდა ამდენი წლის განმავლობაში და ამის მსხვერპლი აღმოჩნდა ქართული ჯარი, მოსახლეობა, რომელიც მახეში გაება, დახვრიტეს და არც გამოიყვანეს. ამასთან, რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიები, რომელიც უფრო მეტი დავკარგეთ, ვიდრე მანამდე იყო ოკუპირებული. თუ, ეს არის გარედან, საიდანღაც, არ ვიცი რომელი გეოგრაფიული არეალიდან, ვიღაცის მიერ მისთვის და მათთვის მიცემული დავალება, რომელიც მათ საუკეთესოდ, მართლაც 5-იანზე შეასრულეს, როგორც მათი რიცხვი იყო“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მეორე მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ მან არ იცის, „რით იყო განპირობებული პრეზიდენტის ეს ინტერვიუები ან განცხადებები“.

„2004-იდან 2008 წლამდე, იმ ხარისხისა და რაოდენობის ინფორმაციის გარეშე, რომელიც მე 2008 წლის თებერვლიდან 2012 წლამდე მაქვს, ვერაფერზე კვალიფიცირებულ პასუხს ვერ გაგცემთ. მაგრამ ერთ რაღაცას გამოვრიცხავ. არ ვიცი, რით იყო განპირობებული პრეზიდენტის ეს ინტერვიუები ან განცხადებები. ვიცი, რასაც მეკითხებით და აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვიღაცას, დასავლეთიდან ჩვენთვის ეთქვა, რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაებითო.

იმისათვის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეს განცხადებები, პირადად უნდა მქონდეს იმ ხარისხისა და რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც მქონდა როგორც მოადგილეს და მინისტრს. ტერმინებში ვერ დაგეთანხმებით, ქალბატონო თეა, სიგიჟესა და სიშლეგეს ნამდვილად არ ახასიათებს ემოციურობა, შეიძლება ხანდახან, მაგრამ კარგად მოფიქრებული იყო ყველაფერი, რასაც აკეთებდა.

ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ მე, როგორც დიპლომატს, საქართველოს მოქალაქეს, ადამიანს, რომელსაც წვდომა ჰქონდა უზომოდ ხარისხობრივ და უზომო რაოდენობის ინფორმაციაზე - საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჯერ პროქსი, შემდეგ კი პირდაპირი ომი არ შეწყვეტილა 1990-იანი წლებიდან. ეს განპირობებული იყო რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ინტერესებით. არასოდეს, ისევე როგორც დღეს, რუსეთის ფედერაციას არ სჭირდებოდა თანასწორი საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ურთიერთობა სუვერენულ საქართველოსთან“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ საპასუხოდ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა