თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

ევროსაბჭოს კონგრესის რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების საჯარო ნდობის ჩამოშლაზე საუბრობს

27.03.2025 ნახვები: 278

ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოში ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობაზე რეზოლუცია მიიღო.

შესაბამისი რეზოლუცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის სესიაზე იქნა მიღებული.

რეზოლუციას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო სამმა თავი შეიკავა.

რეზოლუცია კონგრესის შეშფოთებას გამოხატავს შემდგომ საკითხებზე:

"საქართველოში გაღრმავებული პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში შემჩნეულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ მზარდი ზეგავლენა მოახდინა საქართველოში ადგილობრივ დემოკრატიაზე: ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა, რომელიც უარყო ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, ადგილობრივმა და ზოგიერთმა საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლებმა - გამორჩეულად მისი სამართლიანობასთან დაკავშირებული შეშფოთებებისა და 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამო;

პოლიტიკური სცენიდან ოპოზიციის მზარდმა მარგინალიზაციამ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ნაკლებობამ შედეგად პოლიტიკური პლურალიზმის დე ფაქტო არარსებობა მიიღო, მათ შორის მუნიციპალურ საბჭოებში. ამ ვითარებამ კი შედეგად გამოიღო მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების ზედმეტი კონცენტრაცია და ოპოზიციის მიერ ყველა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს ბოიკოტი გამოიწვია, რამაც შეზღუდა სივრცე მოლაპარაკებისთვისა და მედიაციისთვის;

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონისა და “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” (FARA) პირველი მოსმენით ძალიან საკამათო მიღების შემდეგ, არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიაში განსხვავებული ხმების მზარდი დაშინების და სტიგმატიზების საკითხი, რაც ძირს უთხრის მათი შეკრების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას.

დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მხარდაჭერილი და წინ წაწეული იმის მიუხედავად, ის კრიტიკულია თუ არა მთავრობის მიმართ.

ბევრ ქალაქში და განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისში სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპონენტების სასტიკმა რეპრესიამ დაარღვია როგორც გამოხატვის, ასევე შეკრების თავისუფლებები.

მეტიც, საქართველოში შეკრების თავისუფლებაზე უარყოფით გავლენას ახდენს ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო შესწორებები, რითაც იზრდება საჯარო დემონსტრაციებთან დაკავშირებული ჯარიმები და დარღვევები, რამაც, ვენეციის კომისიის თანახმად, შემოიღო “ბუნდოვანი და ფართო დებულებები, ეს ხელისუფლებას [მათ შორის ადგილობრივ ხელისუფლებებს] ზედმეტად ფართო ქმედებების თავისუფლების შესაძლებლობას აძლევს, მათი გამოყენებისთვის”.

ამ ვითარებამ აიძულა ადგილობრივი ხელისუფლებები, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს", - აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში აღინიშნება, რომ ნაკლოვანებებმა და გამოწვევებმა დააზიანა დემოკრატია, რაც ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ნდობით გამყარებულ გარემოში ჩატარებას და რეალურად ვითარების გამწვავების რისკს შეიცავს.

"საჯარო ინსტიტუტების, მათ შორის ადგილობრივ დონეზე, ინსტრუმენტებად გამოყენებამ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მრავალი ცნობები გააჩინა - დაშინება და საჯარო მოსამსახურეებზე ზეწოლა, რასაც ხელი შეუწყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შესწორებების მიღებამ;

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ბოლო აღმოჩენებმა ასევე შეშფოთება გააჩინეს საარჩევნო კამპანიების დროს საჯარო ადმინისტრაციის პოლიტიზებაზე, ადმინისტრაციული რესურსების ფართოდ ბოროტად გამოყენებაზე და ამომრჩეველზე ზეწოლაზე, რაც უსამართლოდ ხრის კანდიდატებს შორის სათამაშო მოედანსა და ამომრჩეველთა ნებას ამახინჯებს;

საქართველოში ადგილობრივ არჩევნებზე მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოში მრავალი შესწორება იქნა შეტანილი, ბოლო არჩევნებიდან, ვრცელი კონსულტაციებისა და ფართო კონსენსუსის გარეშე, რაც შეუსაბამოა საარჩევნო კანონის სტაბილურობის პრინციპთან. შესწორებებმა გაამყარეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია, ძირი გამოუთხარეს მის დამოუკიდებლობას, ასევე დააზიანეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ფუნდამენტური წესები, გენდერული კვოტები და საარჩევნო უბნების დაკომპლექტება;

შესაბამისად, ბევრმა ნაკლოვანებებმა და გამოწვევებმა, რომლებიც გავლენას ახდენს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების საჯარო ნდობის ჩამოშლა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. ასევე, დააზიანა ადგილობრივი დემოკრატია, რაც ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ნდობით გამყარებულ გარემოში ჩატარებას; რეალურად, ეს ვითარების გამწვავების რისკს შეიცავს”, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა