War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად ოპოზიციონერი ნური ასლანი აირჩიეს

ნახვები: 457 სტამბოლის მერის მოვალეობის შემსრულებლად ოპოზიციონერი ნური ასლანი აირჩიეს

სტამბოლის ოპოზიციური მერის დაპატიმრების შემდეგ, სტამბოლის ოპოზიციურმა მუნიციპალურმა საბჭომ დროებითი მერი აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, 26 მარტს, სტამბოლის 314-წევრიანმა საბჭომ, რომელშიც ოპოზიციურ “სახალხო რესპუბლიკურ პარტიას” უმრავლესობა აქვს, დროებით მერად 177 ხმით პარტიის წევრი ნური ასლანი აირჩია, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს იმამოღლუს ვადის ამოწურვამდე.

გამოცემა Reuters-ი აღნიშნავს, რომ დროებითი მერის არჩევა ცენტრალურ ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის სამართავად რწმუნებულის დანიშვნის საშუალებას არ აძლევს, როგორც ეს რამდენიმე სხვა ქალაქში მოხდა.

როგორც ცნობილია, თურქულმა პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ დააპატიმრა, რომელიც ოპოზიციური “სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი რეჯეფ თაიდ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. იმამოღლუს დაპატიმრებამ ქვეყანაში მასობრივი პროტესტები გამოიწვია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა