ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

2025 წლის 1-ელი აპრილიდან მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდება

ნახვები: 574 2025 წლის 1-ელი აპრილიდან მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდება

დღეიდან, სახელმწიფო ცვლილებებისა და რეგულაციების ნაწილს აამოქმედებს. მათ შორის, სიგარეტის და პიროტექნიკის რეალიზაციის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის და ა.შ.

გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი ამოქმედება მოხდება საქართველოში 2025 წლის 1-ელი აპრილიდან.

2025 წლის 1 აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება

1-ელი აპრილიდან ნებისმიერი სიგარეტის შეფუთვა უნდა იყოს ერთნაირი. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

2025 წლის 1-ელი აპრილიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე. უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოიწვევს ამ პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. გარდა ამისა, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

პროევროპულ აქციებზე, დემონსტრანტების მიერ პიროტექნიკის გამოყენების საპასუხოდ "ქართულმა ოცნებამ" წინასაახალწლოდ ჯერ ის მაღაზიები დალუქა, რომლებიც პროდუქტს ყიდდნენ, ხოლო შემდეგ ახალი რეგულაციები შემოიღო. დარეგულირდა პიროტექნიკის გამოყენება მანიფესტაციის დროს. მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან კი პიროტექნიკის იმპორტის/ექსპორტის და რეალიზაციის მიმართულებით ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რაც გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.

2025 წლის 1-ელი აპრილიდან არასრულწლოვნის მიერ „112“-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება.

2025 წლის 1-ელი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება. მათ შორის ჯარიმა იქნება გამოყენებული, არასრულწლოვნის მიერ „112“-ს არამიზნობრივ გამოყენებაზეც. ჯარიმა 100 ლარიდან 300 ლარამდეა.

2025 წლის 1-ელი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია მოხდება

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ელი აპრილიდან განხორციელდება. ცნობისთვის, პარლამენტმა საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის ინიციატივას მხარი 20 თებერვალს დაუჭირა. ლიკვიდაციის შემდეგ, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.

"ოცნება" გადაწყვეტილების მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაციას და მართვის რაციონალიზაციას ასახელებს, თუმცა თავად საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ ბიუროს გაუქმების მიზანია საჯარო სამსახურის წმენდა და კრიტიკული აზრის ჩახშობა.

2025 წლის 1-ელი აპრილიდან ხბოების ექსპორტი კვლავ დაშვებული იქნება

დღეიდან, 1 აპრილიდან ნებისმიერი წონის საქონლის ექსპორტი ისევ დაშვებული იქნება.

"თავისუფლების ინსტიტუტმა" და ქვემო ქვალონელმა გლეხებმა საკონსტიტუციო სასამართლო 2024 წლის დეკემბერში მოიგეს.

საქმე ის არის, რომ 2019 წლის დასაწყისიდან, საქართველოდან 140 კილოგრამამდე, მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. შემდგომში, რეგულაცია უფრო დამძიმდა და წონა 160 კგ-მდე გაიზარდა. მაშინ აკრძალვის მიზეზად სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასახელებდნენ, რომ "ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავა, განვითარდება უშუალოდ საქონლის ბაზა, განვითარდება ადგილზე ხორცის წარმოება".

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა