„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

საქართველო მარცხისა და კაპიტულაციისთვის ემზადება?!

26.02.2022 ნახვები: 2363

ვფიქრობ, ან საერთოდ გამოვთაყვანდით როგორც ერი და საღად აზროვნების ნატამალი არ შეგვრჩა, ან რეალურ საფრთხეებზე საუბარს, მოქმედებაზე ვინღა ჩივის, ისე ვერიდებით, რომ მზად ვართ ყველაფერი დავკარგოთ და გავწიროთ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა ერთბაშად - მთელი საქართველო მზად არის კაპიტულაციისთვის და ამას ვერ ხვდება.

დიახ, ამას ვერ ხვდება შეშინებული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რიხი შეინარჩუნოს და რეალურად ამ ისტორიულ მომენტში საკუთარი ჩრდილისაც ეშინია. ნუ დაიწყებთ აბდაუბდას, რომ პუტინთან არიან გარიგებულები. არა, სწორედ ერთი ადგილის არ ქონი გამო ცუგცვანგში ჩაიყენეს თავი. მათთვის გარეთა და შიდა საფრთხეები თანაბარწონად იზომება და ზუსტად ვიცი, რომ ნამდვილად არ უნდათ ის ხელისუფლება აღმოჩნდნენ, რომელსაც კაპიტულაციისთვის მოუწევთ ხელის მოწერა. მაგრამ ასე თუ გააგრძელეს - მოუწევთ! ცხადია არც სხვა გადაწყვეტილების მიღების უნარი აქვთ ხალხის შიშით, ან არ იციან რა უნდა გააკეთონ და როგორ.

დიახ, ამას ვერ ხვდება ოპოზიცია, რომელიც შინაგანად მზად არის შეეგუოს საქართველოს დამარცხებას, რაც მათი ჭკუით ხელისუფლების მარცხად გაფორმდება და ბოლო-ბოლო, ასე მაინც მოვიდეს ხელისუფლებაში. თუმცა უარესია, რომ იმასაც ვერ ხვდებიან - ხელისუფლების მარცხი ახლა საქართველოს მარცხია და ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა კი არა, უტრირებულად თუ ვიტყვი - ყოველი მეორე ბოძი მათ სახრჩობელად იქნება გამზადებული, „ოცნებისმიერ კი არა - აი, მათ შემდეგ რომ დაჯდება სახელისუფლებო ტახტზე, იმ პოლიტიკური ძალის მიერ.

ამას ვერ ხვდება ორად გაყოფილ გახლეჩილი საზოგადოება - ერთი ნაწილი ბოჩოლასავით შეჰყურებსოცნებას“, მეორე ნაწილი კი ოცნების განადგურებაზე ოცნებობს. საზოგადოება, რომელიც 30 წელია სასარგებლო იდიოტის როლს თამაშობს და საკუთარი სურვილების და ვნების ტყვეობაში იმყოფება.

---

გაგახსენებთ რამდენიმე მომენტს, ვინც ვერ ხვდებით, ან ხვდებით და ჩუმად ყოფნას ამჯობინებთ იმათ. პუტინმა დასავლეთს უკრაინასთან ერთად ვის თაობაზე წაუყენა ულტიმატუმი? შემთხვევით, საქართველო ხომ არ ეწერა იმ ტექსტებში და ხომ არ ითქვა კრემლის მიერ ხმამაღლადაც? რა ქნა ცივილიზებულმა სამყარომ? გახსოვთ თეთრი სახლის და ნატოს მტკიცე(!) პასუხები? და ახლა სად არის პუტინის ჯარი? ახლა სად არის ცივილიზებული სამყარო. განცხადებების მიღმა? სვიფტის გათიშვა და პუტინის, ლავროვისა და შოუგუს, ან ვი-თი-ბი ბანკის თუ გაზპრომის წინააღმდეგ სანქციები შვება კიევის დამცველებისთვის? მილიონებს რომ გამოყოფენ ორგანიზაციები და ქვეყნები - ფული კი არ იბრძვის - ადამიანი.

ეს ყველაფერი დამხმარე საშუალებაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის გაფუჭებაზეა გათვლილი და არა იმაზე, ახლა რა შედეგით უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში.

ზემოხსენებული ულტიმატუმის გათვალისწინებით, ვინმე ფიქრობს იმაზე, რომ დღეს ჩვენც ომში ვართ? ომში ვართ ხალხნო და ამას გააზრება, რეალობის აღქმის უნარი სჭირდება.

ამდენი ლიდერი ჩავიდა მოსკოვში დაგიჟი ვერ დააბეს“... რატომ? უბრალოდ, ღიად და ხმამაღლა ვერ თქვენს პუტინის მოთხოვნა და ვერც შეეწინააღმდეგნენ მას, რომ უკრაინამ, როგორც სახელმწიფომ არ უნდა იარსებოს, ან იარსებებს სხვა საზღვრებში, სხვა პოლიტიკური წესრიგის პირობებში. რამე მოუხერხა ცივილიზებულმა მსოფლიომ ამ სიგიჟეს? ვერ!

იომეთ და იარაღს მოგცემთ, კიდევ უფრო დიდი უზნეობაა - დაიხოცეთ და ამოწყდით - ამას ნიშნავს.

ეს, კონტროლს გასული გიჟი ამ ომში დამარცხებას - შეეგუება? არ მინდა იდიოტური პასუხი - მოუწევს.

მორჩა - უკრაინა აღარ იქნება ის, რაც იყო, პირველ რიგში საზღვრებში, უფრო მძიმე სურათს ახლა არ დავხატავ. ნეიტრალიტეტის მოთხოვნის პუნქტები გაიხსენეთ.

----

ახლა ისევ კითხვა - ჩვენს ბედოვლათ ხელისუფლებას და პოლიტიკურ კლასს - ჩვენ რა ვქნათ?

თავი დავანებოთ იმაზე საუბარს, რა უნდა გვექნა - რა ვქნათ?

ნუ გვამშვიდებს პრემიერ-მინისტრი, რომ არაფერი გვემუქრება. იმ ულტიმატუმის მეორე ნაწილი ვართ ჩვენ. რადგან დასავლეთისადმი ულტიმატუმში ერთ პაკეტად იყო - უკრაინა და საქართველო.

ნუ აქვს ხელისუფლებაში ვინმეს იმის იმედი, რომ პუტინი რამეს დაგვპირდება და შეასრულებს. ამ წუთას მას ორ ფრონტზე ომი არ უნდა და სულ ესაა.

ჩემი თვალით მაქვს ნანახი სააკაშვილისა და 5 სანტიმეტრიან პლატფორმებზე შემდგარი მედვედევის ბოლო შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში. საქართველოს პრეზიდენტის საკმაოდ დავარცხნილი და დიპლომატიური ტექსტი, ასევე მედვედევის მეგობრული გზავნილები და ამ დროს იქვე - ფანჯარას მიყუდებული ლავროვი, რომელსაც პირზე ხელი ჰქონდა აფარებული და ხითხითებდა. ამ ხითხითმა სისხლი გამიყინა მაშინ და სულ რაღაც თვე ნახევარში რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია დაწყო.

არც იმ სისულელეს მივიღებ პასუხად, რომ ახლა სხვა დროა. არც იმას, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და ჩვენი თავი არ ექნება.

დავიჯერო, დასავლეთის სადაზვერვო ინფორმაციებში არაფერი წერია საქართველოზე? თუ ამ აბზაცებს საჯაროდ არ კითხულობენ?

რა პასუხი აქვს დასავლეთს საქართველოს კითხვაზე - დაგვიცავთ? როგორ? ჩვენ რომ ვიომებთ? სამხედრო ძალას თავი რომ დავანებოთ და მის მოტივაციას, გვაქვს ჩვენ თუნდაც საკმარისი იარაღი საომრად?

დღეს არავინ საუბრობს იმაზე, რომ 2008 წელს, ჯერ კიდევ სარკოზიმ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოსთვის არ მოწოდებულიყო შეიარაღების ცალკეული სახეობები. ახლა რა ხდება? ეს ვალდებულება ჯერაც სრულდება?

კითხვა მაქვს - გვახსოვს, რომ რუსი ყველაზე ახლოს 40 კილომეტრში დგას თბილისიდან და თუ დასჭირდა ოჩამჩირიდანაც კი შეუძლია მოაოხროს ქუთაისი, ბათუმი და მოსწვდეს თბილისს? თუ დასჭირდა გიუმრის ბაზასაც გამოიყენებს - რა, ფაშინიანი შეაკავებს ან პეტროსიანი?

---

განვიხილოთ ვარიანტები - იმარჯვებს პუტინი და უკმაყოფილდება მადა საქართველოს გარეშე, რომელიც მის მოთხოვნაში უკრაინასთან ერთად ფიგურირებდა? განა ეს აბსურდი არ არის?

მარცხდება პუტინი უკრაინაში (დონეცკი ლუგანსი აღიარებული აქვს და არაფრის დიდებით დათმობს) და ამ მარცხს გააფორმებს ისე, რომ ჩვენ მაინც არ გადაგვყლაპავს? სათუოა, თუნდაც იმიტომ, რომ მა - გიჟს იდეაფიქსი აქვს - უნდა გაიმარჯვოს ნებისმიერ ფასად.

ამიტომ, დღეს ჩვენი მდგომარეობა უკრაინაზე უარესია პერსპექტივის თვალსაზრისით, რადგან იქ საფრთხეები მაინც გაიაზრეს და იბრძვიან, ეხმარებიან ასე თუ ისე. ჩვენ საფრთხეებსაც ვერ ვიაზრებთ და შეშფოთება-აღშფოთების მიღმა ჩვენი დახმარება რაც იქნება კარგად ვიცი.

უფრო დეტალურად - უკრაინა თუ მალე დაეცა - ან დაეცა რამდენიმე თვეში, იცით მერე რა ხდება (მე მეშინია ეს არ მოხდეს პარალელურ პროცესში)? ულტიმატუმი საქართველოს - კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ მუხლის ამოღება.

საქართველოში ამას რა მოჰყვება გასაგებია - გავრილოვის ღამე 2“, ესეც გაუაზრებლობითა და რისკების შეუფასებლობით. ეს არ გახლავთ 1978 წლის 14 აპრილი - გამოვედით დავიცავით.

აქ, ამ ულტიმატუმშიც გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი, ცუდი - ამას ახმოვანებს პუტინი, კრემლი, და მეორე ვარიანტი, უარესი - ამას ახმოვანებს ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება და დამატებით მოითხოვს საქართველოს ტერიტორიებს (იმათ ჩამოვთვლი რაც ადრეც არაერთხელ გაუჟღერებიათ) - ყაზბეგი, გუდაური, თრუსო, ბორჯომი, ბაკურიანი. შემთხვევით კი არ გამოუგზავნია, სწორედ ახლა, კრემლს ცხინვალში ამ მოთხოვნების ინიციატორი - პირძაღლი კოკოითი.

ორივე ვარიანტის დროს, თუ ამ ულტიმატუმებს არ ვაკმაყოფილებთ, გაგრძელება არის სამხედრო მოქმედება, ანუ შემოჭრა საქართველოში, ანუ ომი. გინდა „გავრილოვის ღამე 2“ უსწრებდეს წინ და გინდა მთავრობის გადადგომა და დასავლური ორიენტაციის ოპოზიციისთვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. პრპრუსული ოპოზიცია რასაც იზამს გასაგებია.

ამ ორ საშინელ ვარიანტში, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, უკეთესია პირველი - რადგან პუტინი ცნობს საქართველოს ნეიტრალიტეტს არსებულ საზღვრებში. მეორე შემთხვევის დროს კი, ომს დაიწყებსოსეთიდა რუსეთი „დაეხმარება“. მაგრამოსებირომ უკან არ გაბრუნდებიან, როგორც 2008 წელს რუსები, ვიდრე თბილისს არ ააოხრებენ, ეს ხომ ადვილად მისახვედრია?

საუკეთესო პერსპექტივა არის ერთადერთი - უკრაინამ მოსკოვი აიღოს და რუსეთმა გამოაცხადოს კაპიტულაცია. ამ შემთხვევაში მართლაც არაფერი გვემუქრება. სხვა შემთხვევაში, უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შეთანხმებით შეწყვეტილი ომი - ჩვენთვის არის კატასტროფა - ანუ არჩევანი იმ ცუდსა და უარესს შორის.

არ მინდა პასუხად ათასი იდიოტობები - შევაკვდებით, არ დავთმობთ. განსაკუთრებით მშობლებისგან, როლებიც როცა ამბობენ „შევაკვდებით“ სხვისი შვილების შეკვდომას გულისხმობენ. უარესსაც ვიტყოდი აქ, მაგრამ შვილებს დავინდობ.

30 წელია ყველა ომი წაგებული გვაქვს, პირველ რიგში საკუთარ თავთან, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგსა და ცუდს შორისაც კი არ ვაკეთებთ არასოდეს არჩევანს, არამედ ცუდსა და უარესს შორის, ვირჩევთ მუდამ უარესს.

----

გამოსავალი? რომ არ თქვათ, თითქოს მხოლოდ ვმსჯელობ და გამოსავალს ვერ ვხედავ.

დღემდე საუკეთესო გამოსავალი იყო აშშ-სთან სამხედრო პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება და საქართველოში აშშ-ს ბაზების განთავსება. ამაზე ვაშინგტონი თავს იკავებდა და ახლა მით უფრო. ცხადია, რომ აშშ-ს არ სურს რუსეთის წინააღმდეგ პირისპირ დარჩენა და ამას არ იზმას საქართველოსთვის. ამ გადაწყვეტილებისთვის საუკეთესო პერიოდი იყო 2010-2014 წლები. მაგრამ არა - არ გაკეთდა. ამას ვერ და არ გააკეთებს არც ერთი ევროპული ქვეყანა, მით უფრო ახლა.

მაშინ რა გვრჩება? დღეს გამოსავალია თურქეთი და აზერბაიჯანი. ჩვენ გვაქვს ამ სახელმწიფოებთან სტრატეგიული თანამშრომლობა, თუმცა აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები - სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, თურქეთი მხრიდან შესაბამის ვალდებულებებზე.

ცხადია ანკარა სანაცვლოდ არ მოითხოვს ტერიტორიებს. მაგრამ მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიახიდიაზერბაიჯანთან. და თუ ჩვენ ვერ დავიყოლებთ ამაზე ერდორანს - თურქეთს, მერწმუნეთ, ამას თავად ანკარა გააკეთებს - ყარსის ხელშეკრულების ფარგლებში ჯერ აჭარის დაკავებით, შემდეგ კიხიდზე“, რუსეთთან, ან სულაცალანიასთანისაუბრებს.

და ბარემ, ესეც რომ იცოდეს იმან, ვინც არ იცის - ყარსის ხელშეკრულების ამოქმედება და აჭარის დაკავება თურქეთისთვის თვითმიზანი არ არის, რომ სდომებოდა ამას 2008 წელსაც გააკეთებდა მყისიერად. მაგრამ რუსეთის მადის გაღვიძების შემთხვევაში ის ამას აუცილებლად გააკეთებს - იმიტომ რომ მოუწევს.

ახლა თუტქეთის დასაყოლიებლად საკმაოდ ხელსაყრელი მომენტია - ერდოღანის ბოლოდროინდელი განცხადებების გათვალისწინებით. სხვა საშველი უბრალოდ არ არსებობს. ვიმეორებ საუკეთესო ვარიანტია რუსეთის კაპიტულაცია, კრემლის დაცემით - ამის არანაირი იდიკაცია არ არსებობს, ან თანამშრომლობა თურქეთთან.  სხვა შემთხვევაში მოგვიწევს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

----

ჩვენ უმძიმეს ისტორიულ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება. შეგნებულად მოვერიდე, რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე საუბარს.

არასწორი გადაწყვეტილებების შემთხვევაში უმძიმესი იქნება შედეგებიც.

ემოციები ნაკლებად მაინტერესებს. იფიქრეთ და იმოქმედეთ. თუმცა უკვე აღარ ვიცი, ამ ქვეყანაში ვინმე ფიქრობს, ან უფრო სწორად - ფიქრობს ცივი გონებით, საკუთარი სურვილების, „მინდას“ და მერკანტელური მიზნების მიღმა?

ახლა ყოველი წუთი ძვირფასია, რომელსაც ერთი-  შეუძლია შეგვინარჩუნოს იდენტობა და მეორე - დაგვაშოროს მას.

ამ წუთას რასაც ვხედავ, საქართველო - კაპიტუალციისთვის ემზადება... ვიმეორებ, არ ვსაუბრობ ხელისუფლებაზე, ვსაუბრობ ყველაზე და მათ შორის ხელისუფლებაზე.

ვნახოთ, გვეყოფა გამჭრიახობა და ცივი გონება ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მინიმალური დანაკარგებით, ან სულაც გამარჯვებულები? თუ ეს გვინდა - სხვა რეცეპტი გარდა თურქეთისა ახლა არ არსებობს.

ისევ მკითხავთ, აშშ?  - არ იზამს, თორემ რატომაც არა. მაგათ რაიმეს კეთება რომ უნდოდეთ რეალურად, გუშინ გამოგვაცხადბდნენ ნატოს წევრებად.

 

ავტორი: გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

"ნეიშენ ჯორჯია"

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა