ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

გიორგი ვაშაძე - მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი, რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა?

ნახვები: 583 გიორგი ვაშაძე - მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი, რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა?

ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა? - ასე მიმართავს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთელი საქართველო უყურებს, როგორ ითხოვენ ჭიათურაში მაღაროელები ადამიანურ პირობებს, სამართლიან ხელფასს, უსაფრთხოებას და შრომის უფლებების დაცვას.

"მაღაროში დასაქმებული ადამიანების ნაცვლად 286 მილიონი ივანიშვილის “ქართუში” გადაირიცხა, რაც არის ხალხის პირდაპირი ძარცვა უღმერთოდ, ღიად და დაუფარავად.

მთელი საქართველო უყურებს, როგორ ითხოვენ ჭიათურაში მაღაროელები ადამიანურ პირობებს, სამართლიან ხელფასს, უსაფრთხოებას და შრომის უფლებების დაცვას. ეს არ არის პროტესტის პირველი დღე, ეს წლებია გრძელდება მაგრამ რეჟიმს არც ესმის და არც აღელვებს ჭიათურელი ხალხის ბედი. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა ჭიათურამ და ჭიათურელებმა? ამ სიღარიბის და მძიმე სოციალური პირობების ფონზე რა ნამუსით მიგაქვს ხალხის და მაღაროელების კუთვნილი 286 მილიონი?

წლებია ვიცნობ ამ პრობლემას, არაერთხელ ადგილზეც ჩავედი, პარლამენტშიც არაერთხელ დამიყენებია ეს საკითხი ე.წ. მთავრობის წინაშე, მაგრამ ფაქტი ერთია, სანამ ივანიშვილი და მისი რეჟიმია, ეს პრობლემა არ მოგვარდება და სამწუხაროდ ხალხის ძარცვა არ დასრულდება“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა