მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა

კონგრესმენი ბრაიან მასტი - საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას

ნახვები: 559 კონგრესმენი ბრაიან მასტი - საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას

„MEGOBARI აქტი“ ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა (რესპუბლიკური პარტია) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „MEGOBARI აქტის“ განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობა შეარყია „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე, ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით.

„საქართველო ნატო-ს წევრობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი და ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ. აშშ სარგებლობდა სამხედრო და დაზვერვის სფეროში თანამშრომლობით და საქართველოს მოსახლეობა თავისი პროამერიკული განწყობებით ცნობილია. საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა შეარყია მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის ქმედებებმა, რომელიც იმეორებს რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოებით. პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობები აშკარაა. საქართველოს შავ ზღვაზე მდებარეობის გამო, ის შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილს წარმოადგენს და შეიძლება რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის გამაწონასწორებელ ძალად იქცეს“, - განაცხადა ბრაიან მასტმა.

ბრაიან მასტმა კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ეს კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივას სთავაზობს. როგორც კი პრეზიდენტი დაადასტურებს, რომ საქართველო დაუბრუნდა თავის პროდასავლურ კურსს, კანონპროექტი ითვალისწინებს ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობასა და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. ეს კანონპროექტი ქართველ ხალხზე თავდასხმას არ წარმოადგენს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა